ENG
სადეპოზიტო სერტიფიკატი

თუ გსურთ დანაზოგის ეფექტურად ინვესტირება მაღალი სარგებლის მისაღებად, სადეპოზიტო სერტიფიკატი დაბანდების საუკეთესო საშუალებაა

სადეპოზიტო სერტიფიკატი არის ფასიანი ქაღალდების მსგავსი ფინანსური ინსტრუმენტი. თუ თქვენ გსურთ დანაზოგის ეფექტურად ინვესტირება, შეგიძლიათ შეიძინოთ სადეპოზიტო სერტიფიკატი გარკვეული ვადით, რაზეც დაგერიცხებათ ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელი.

სადეპოზიტო სერტიფიკატის უპირატესობები:

  • სადეპოზიტო სერტიფიკატს ერიცხება სს ლიბერთი ბანკში საანაბრე პროდუქტებს შორის ყველაზე მაღალი წლიური საპროცენტო სარგებელი;
  • სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა შესაძლებელია მაქსიმუმ 36 თვის ვადით;
  • სადეპოზიტო სერტიფიკატის გახსხვისება მესამე პირზე შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

სადეპოზიტო სერტიფიკატის პირობები:

  • ვალუტა - ლარი / აშშ დოლარი / ევრო
  • მინიმალური ღირებულება - 1000 ლარი / აშშ დოლარი / ევრო
  • სერტიფიკატის ვადა -
    • ლარი/აშშ დოლარი 3-დან 36 თვის ჩათვლით
    • ევრო 6-დან 36 თვის ჩათვლით
  • სერტიფიკატის ტიპი -
    • დისკონტური - სერტიფიკატის შეძენისას, საპროცენტო სარგებელს მიიღებთ ვადის ბოლოს, საწყის თანხასთან ერთად
    • საპროცენტო - სერტიფიკატის შეძენისას, საპროცენტო სარგებელს მიიღებთ ყოველთვიურად, ხოლო საწყის თანხას - ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას
  • საპროცენტო განაკვეთის ტიპი - ფიქსირებული


დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატის წლიური საპროცენტო განაკვეთი: 

პერიოდი (თვე)

ლარი აშშ დოლარი ევრო 
ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური
3 10.05% 10.44% 3.50% 3.55%    
6 10.60% 10.88% 4.00% 4.04% 0.50% 0.50%
9 10.80% 10.94% 4.70% 4.73% 0.80% 0.80%
12 10.95% 10.95% 5.00% 5.00% 1.70% 1.70%
18 11.20% 10.91% 5.10% 5.04% 1.90% 1.89%
24 11.55% 10.95% 4.50% 4.40% 2.10% 2.08%
36 12.45% 10.16% 4.00% 3.85% 2.30% 2.25%

 

*ეფექტური განაკვეთი დათვლილია მინ. 1000 ერთეულის ნომინალის სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენის შემთხვევაში.


საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის წლიური საპროცენტო განაკვეთი:

პერიოდი (თვე)

ლარი აშშ დოლარი ევრო 
ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური
3 9.95% 10.42% 3.00% 3.04%    
6 10.40% 10.91% 3.50% 3.56% 0.40% 0.40%
9 10.45% 10.97% 4.40% 4.49% 0.70% 0.70%
12 10.50% 11.02% 4.70% 4.80% 1.60% 1.61%
18 10.50% 11.02% 4.80% 4.91% 1.80% 1.81%
24 10.55% 11.08% 4.20% 4.28% 2.00% 2.02%
36 10.75% 11.30% 3.90% 3.97% 2.20% 2.22%

 

*ეფექტური განაკვეთი დათვლილია მინ. 1000 ერთეულის ნომინალის სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენის შემთხვევაში.

 

სადეპოზიტო სერტიფიკატის თანხების დათვლის ფორმულები​

დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატის მიმდინარე ღირებულების დათვლა:
CP=NP/(1+R/365  ×RD)
სადაც:
CP           დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატის მიმდინარე ღირებულება;
NP           დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალური ღირებულება;
R              წლიური საპროცენტო განაკვეთი;
RD           დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატის გაყიდვის დღიდან მის (სერტიფიკატის) მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი დღეები.

საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის მიმდინარე ღირებულების დათვლა:
CP=NP+NP×R/12×CI/DM
სადაც:
CP           საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის მიმდინარე ღირებულება;
NP           საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალური ღირებულება;
R              წლიური საპროცენტო განაკვეთი;
CI             საპროცენტო  სადეპოზიტო სერტიფიკატზე ბოლო საპროცენტო სარგებლის მიღებიდან სერტიფიკატის გაყიდვის თარიღამდე არსებული დღეები;
DM          საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატზე ბოლო საპროცენტო სარგებლის მიღებიდან მომდევნო საპროცენტო სარგებლის მიღებამდე არსებული დღეები.

ბანკის მიერ სერტიფიკატის გამოსყიდვა წარმოადგენს ბანკის უფლებამოსილებას და არა მის ვალდებულებას.
თუ ბანკი დათანხმდება სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელის მიმართვას სერტიფიკატის ვადაზე ადრე გამოსყიდვაზე, გაყიდვის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს: სერტიფიკატის საპროცენტო სარგებელს + 4% ლარი; +3% აშშ დოლარი/ევრო, რომელსაც კლიენტი უხდის ბანკს სერტიფიკატის დარჩენილ ვადაზე.

 დეპოზიტის განთავსება უცხოურ ვალუტაში:

·       უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს;

·       ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.


გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • თქვენი დეპოზიტი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში.
  • ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
  • მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
  • გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე - www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე + 995 322 406406.

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 30 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge