PAY.ge

გადაიხადეთ კომუნალური და სხვა გადასახდელები ახალ ვებ გვერდზე  www.PAY.ge - ლიბერთი ბანკის მიერ გამოშვებული ბარათების გადახდის დროს მოქმედებს 0% საკომისიო!

PAY.GE არის გადახდების ახალი პლატფორმა, სადაც რეგისტრაციის გარეშე შეძლებთ 300-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო პროვაიდერის დავალიანების დაფარვას.

საიტზე გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერი ბანკის მიერ გამოშვებული VISA ან MasterCard ბარათით. გადახდა ასევე შესაძლებელია ლიბერთი ბანკის მიერ გამოშვებული PAY სისტემის ნებისმიერი ბარათით (sმარტივი, ფორტუნა, ა.შ.) ან eMoney ელექტრონული საფულით. 

VISA ან MasterCard  ბარათით გადახდის დროს, აირჩიეთ შესაბამისი ველი გადახდის მეთოდში. შემდეგ, დაცულ გვერდზე შეიყვანეთ ბარათის მფლობელის სახელი და გვარი, იგივე ფორმატში, როგორც ეს ბარათზეა მოცემული, ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა და CVV2 კოდი.

sმარტივი, ფორტუნა ან სხვა PAY ბარათით გადახდის დროს, გადახდის მეთოდში აირჩიეთ ლიბერთი ბანკის ბარათები ან PAY ბარათები, თუ გსურთ სმარტივი მომსახურებით გადახდა. ბოლო მეთოდის არჩევის შემთხვევაში, უნდა შეიყვანოთ სმარტივის მომხმარებლის სახელი და პაროლი. ამ შემთხვევაში, დამატებით უნდა შეიყვანოთ ავტორიზაციის კოდი, რომელსაც სმს-ის საშუალებით მიიღებთ. 

eMoney საფულით გადახდის შემთხვევაში, შეიყვანეთ ელ-ფოსტის მისამართი და პაროლი, რასაც იყენებთ eMoney გვერდზე