მცირე სესხი

მცირე სესხი წარმოადგენს ლიბერთი ბანკის სასესხო პროდუქტს, რომელიც ორიენტირებულია მცირე მეწარმეების სეგმენტზე.
დამახასიათებელი ნიშანია სხვა პროდუქტებთან შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთები და სესხის მოცულობის სოლიდურობა. მცირე სესხის უზრუნველყოფა შედარებით მყარია და აუცილებელია (სესხის თანხის მოცულობიდან გამომდინარე) მისი იპოთეკით უზრუნველყოფა.

იმისათვის, რომ კლიენტმა ისარგებლოს მცირე სესხით აუცილებელია შემდეგი პირობები:
• კლიენტი წარმოადგენს ბიზნესის მფლობელს და გააჩნია შემოსავლები აღნიშნული ბიზნესიდან მინიმუმ ბოლო 6 თვის მანძილზე;
• ფიზიკური პირი არ ფლობს ბიზნესს, მაგრამ მისი ეკონომიკური საქმიანობა წარმოადგენს მუდმივი შემოსავლების მიღების გარანტიას (მაგალითად: კერძო პრაქტიკის მქონე ექიმი, ადვოკატი, დამოუკიდებელი აუდიტორი, ნოტარიუსი და სხვ.);
• ბანკის მოთხოვნების შესაბამისად - არსებობს მყარი გირაო, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ უზრუნველყოფს სესხს (სესხის თანხის მოცულობიდან გამომდინარე).

მცირე ბიზნესს სესხის ძირითადი პირობები:

ვალუტა ლარი  აშშ დოლარში
სესხის მოცულობა 20,000 - 150,000 40,000 - 60,000
საპროცენტო განაკვეთი 14%-დან 9%-დან
**ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 15.09%-დან 9.53%-დან
მაქსიმალური ვადა 120 თვე 120 თვე
მაქსიმალური საშეღავათო პერიოდი 6 თვე 6 თვე
უზრუნველყოფა* უძრავი ქონება; ავტოტრანსპორტი ან მათი კომბინაცია უძრავი ქონება; ავტოტრანსპორტი ან მათი კომბინაცია

*30,000 ლარამდე სესხის გაცემა შესაძლებელია მოხდეს თავდებობის ქვეშ, 30,000 ლარზე (ექვ. აშშ დოლარში) მეტი ოდენობის სესხის გაცემაზე მოითხოვება უძრავი ქონება; ავტოტრანსპორტი ან მათი კომბინაცია.