ENG

დავით აბაშიძე

გენერალური დირექტორის მოადგილე, რისკების დირექტორი
ამოსაბეჭდი ვერსია
2021 დანიშვნის თარიღი

დავით აბაშიძე ლიბერთის 2021  წლის იანვარში შემოუერთდა გენერალური დირექტორის მოადგილის, რისკების დირექტორის პოზიციაზე.

დავით აბაშიძეს ფინანსურ სექტორში მოღვაწეობის თითქმის 20 წლის გამოცდილება აქვს. ლიბერთის გუნდთან შეერთებამდე იგი მუშაობდა  დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, საინვესტიციო საბანკო მიმართულებით ისეთ გლობალურ ბანკებში როგორიცაა Citigroup და Barclays, სადაც ეხმარებოდა სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს და ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებს კაპიტალის მოზიდვაში, კორპორატიულ შერწყმა-შესყიდვებში და ინვესტიციების ანალიზში.

დავითს  2006-2012 წლებში ეკავა ქართუ ბანკში ფინანსური რისკების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიცია.

 დავით აბაშიძე ფლობს INSEAD-ის MBA ხარისხს (France)  და CFA აკრედიტაციას.

 

სხვა პროფილები

ვაჟა მენაბდე

მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი

ვაჟა მენაბდე ლიბერთის 2020 წლის მარტში შემოუერთდა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის პოზიციაზე.

თეა ლეშკაშელი

გენერალური დირექტორის მოადგილე, საოპერაციო დირექტორი

თეა ლეშკაშელი ლიბერთის 2021 წლის თებერვალში შემოუერთდა გენერალური დირექტორის მოადგილის და საოპერაციო მიმართულების დირექტორის პოზიციაზე.

ვახტანგ ბაბუნაშვილი

გენერალური დირექტორის მოადგილე, ფინანსური დირექტორი

ვახტანგ ბაბუნაშვილი ლიბერთის 2020 წლის ივლისში შემოუერთდა ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, ხოლო 2021 წლის იანვარში გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიცია დაიკავა.

ვასილ ხოდელი

გენერალური დირექტორი

ვასილ ხოდელი ლიბერთი ბანკს 2019 წლის 30 დეკემბერს შემოუერთდა გენერალური დირექტორის პოზიციაზე.