იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ლიბერთი ბანკის ინოვაციური ლოიალობის პროგრამა
07 მაისი, 2020
დღეს, ლიბერთი ბანკსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. რომლის თანახმად, ლიბერთი ბანკი, მჭიდროდ ითანამშრომლებს გაეროს მოსახლეობის ფონდთან ასაკოვანი (60+) მოსახლეობის გაჯანსაღებისა და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობისა და გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების მიმართულებებით. თანამშრომლობის მიმართულებები მოიცავს:
27 აპრილი, 2020
ლიბერთი ბანკი საკუთარი რესურსით 100მლნ ლარიან პროგრამას პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით აგრძელებს. გენერალური დირექტორის, ვასილ ხოდელის განცხადება
17 აპრილი, 2020
ძვირფასო მომხმარებლებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 17, 18, 19 და 20 აპრილს იმუშავებს ლიბერთი ბანკის მხოლოდ შემდეგი სერვის ცენტრები
10 აპრილი, 2020
რამდენიმე დღის წინ ლიბერთის მიერ დაანონსებული ახალი პროდუქტი სოციალური ბარათების მფლობელებისთვის, დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს წამყვან სააფთიაქო ქსელებში: ავერსი, ფარმადეპო და პსპ. ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, აღნიშნულ პარტნიორ კომპანიებში ბარათით გადახდისას ნაღდი ფულის გატანასაც შეძლებენ. კერძოდ, მომხმარებელს მინიმუმ 5 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენისას, ნებისმიერი აფთიაქის სალაროდან 50 ლარამდე ოდენობით ნაღდი ფულის მიღების შესაძლებლობა ეძლევა.
09 აპრილი, 2020
08 აპრილი, 2020
თბილისი, 8 აპრილი, 2020 - დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.
04 აპრილი, 2020
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ლიბერთი კვლავაც რჩება სახელმწიფო უწყების გამორჩეულ პარტნიორად და აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში წლების წინ დაწყებულ საქმეს - ქვეყნის მასშტაბით არსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას მთელი წლის განმავლობაში.
28 მარტი, 2020
ხშირად დასმული კითხვები აპრილის პენსიის წინასწარ გაცემასთან დაკავშირებით
27 მარტი, 2020
ლიბერთი ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი ინიციატივითა და საკუთარი რესურსით გამოყო 100 მილიონი ლარი, რაც მოიცავდა ყველაზე სარისკო ჯგუფში შემავალი 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის აპრილის თვის პენსიის გაცემას. ამ ინიციატივის მთავარი მიზანია 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის შემცირდეს პენსიის ასაღებად ბანკში მისვლის საჭიროება და აუცილებლობის შემთხვევაში მაქსიმალურად გადანაწილდეს ჩვენი ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადები პენსიის აღების დროს და რაც მთავარია დავიცვათ ისინი ვირუსით შესაძლო დაინფიცირების მომატებული საფრთხეებისგან.
26 მარტი, 2020
ლიბერთის ინიციატივით, პირველად საქართველოში, შეიქმნა სრულიად ახალი პროდუქტი ქართულ საბანკო რეალობაში და ამ ინიციატივის განხორციელებაში ბანკს მხარი დაუჭირა სექტორში წამყვანმა კომპანიებმა: ავერსი, ნიკორა სუპერმარკეტი, ფარმადეპო და პსპ.
23 მარტი, 2020
ლიბერთი საკუთარი რესურსით 100 მლნ ლარიან პროგრამას იწყებს პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით
ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ვმუშაობთ გულით
CashBack. ლიბერთი ბანკის ლოიალობის პროგრამა.