ENG

კომერციული მენეჯერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

31 აგვისტო, 2019

აღწერა

 

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა:  თბილისი.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

 

  • პოტენიცური პარტნიორი კომპანიების ბაზების ორგანიზება და მათი საკონტაქტო ინფორმაციების მოძიება;
  • ამ კომპანიებთან კომუნიკაციის დამყარება და შეხვედრების ორგანიზება;
  • ლოიალობის პროგამაში ჩართვის შეთავაზება და საჭიროებისამებრ პრეზენტაციის წარმართვა;
  • ლოიალობის პროგრამის ფარგლებში ან მის პარალელურად სხვა საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა;
  • კომპანიებთან საპარტნიორო ხელშეკრულების მომზადება / გაფორმება და მათთან სრულყოფილი თანამშრომლობისთვის საჭირო ყველა პროცესის კურირება;
  • პოტენციური კორპორაციული კლიენტების ბაზების მუდმივი განახლება;
  • რეპორტინგის წარმოება დაგეგმილ და შესრულებულ სამუშაოებზე;
  • შესრულებული სამუშაოს ანალიზი და მის დახვეწის გზებზე პერმანენტული ზრუნვა;
  • პარტნიორი კომპანიების კმაყოფილებასა და მათთვის შეთავაზებული მომსახურების დროულ მიწოდებაზე ზრუნვა;
  • არსებული კლიენტების მოვლა და მათთან ურთიერთობის განვითარება;
  • ბანკის სხვა პროდუქტების პირობების ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში დაკავშირება / გადამისამართება ლიბერთი ბანკის შესაბამის მიმართულებასთან;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერი დადგენილი ყოველთვიური გაყიდვების გეგმების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება;
  • საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება - ჩაითვლება უპირატესობად;
  • საცალო ან კორპორატიული გაყიდვების ან მომსახურების განხრით მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული / საოფისე პროგრამების კარგ დონეზე ფოლბა;
  • პოტენციურ  პარტნიორ კომპანიებთან პირადი საკონტაქტო პორტფელის ქონა - ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული უნარები:

 

  • კომუნიკაბელურობა, სისხარტე და ენერგიულობა;
  • პრეზენტაბელურობა;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
  • დაგეგმვა და ორგანიზება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და პრინციპულობა;
  • მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.
  • დროის ეფექტური მართვა.

 

სამუშაო პირობები:

  • სრული სამუშაო განრიგი; 10:00 - დან 19:00 საათამდე;
  • ანაზღაურება განისაზღვრება: კანდიდატის კვალიფიკაციისა  და  გამოცდილების შესაბამისად (მოიაზრება  კვარტლური ბონუსები).

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019 წლის 31 აგვისტოს  ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავსპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომშიკანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.