ENG

.Net & Integration დეველოპერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

31 მარტი, 2024

აღწერა

ახალი „ლიბერთი“ - ახალი ცხოვრებისთვის!  ეძებს მოტივირებულ თანაგუნდელს  IT მიმართულებაში .Net & Integration დეველოპერის პოზიციაზე. 

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი, ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი

ძირითადი მოვალეობები: 

  • საბანკო სისტემებს შორის საინტეგრაციო პროცესების და კომპონენტების, პროგრამული გაფართოებების და ადაპტერების დაგეგმვა, იმპლემენტაცია და მხარდაჭერა.
  • პროგრამული კოდის შემუშავება და მხარდაჭერა, პროექტთან დაკავშირებული source კონტროლის, კონფიგურაციის, CI/CD pipeline-ების მართვა; 
  • ტექნიკური/სისტემური ანალიზი, პროგრამული გადაწყვეტის არქიტექტურის შემუშავება; 
  • საორგანიზაციო აქტივობებში მონაწილეობა: სამუშაოს დაგეგმვა/შეფასება, კოდის განხილვა, რეტროსპექტული ანალიზი, დემო, რელიზების მართვა და სხვა Agile აქტივობები;
  • გუნდის სხვა წევრებისთვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევა, ხელშეწყობა ონბორდინგის/ადაპტაციის დროს;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

  • 3+ წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში;
  • სისტემური (ინჟინრული) აზროვნება, enterprise integration pattern-ების ცოდნა, სინქრონული და ასინქრონული ინტეგრაციის სცენარების რეალიზაციის უნარი. Clean architecture მიდგომების ცოდნა.
  • საბაზო პროგრამული ალგორითმების ცოდნა. ინფორმატიკის (computer science) სრული კურსის გავლა ჩაითვლება უპირატესობად;
  • Microsoft ტექნოლოგიებთან (.NET Core, Web API, Background Task / Worker Service) მუშაობის პროფესიონალური გამოცდილება; 
  • C# მაღალ დონეზე ცოდნა, "სორს-კონტროლთან" (GIT) მუშაობის გამოცდილება; 
  • SQL მაღალ დონეზე ცოდნა. MS SQL და Oracle მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • Rabbit MQ Messaging სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.
  • No-SQL ბაზებთან (Mongo) / საძიებო ინდექსებთან (Elastic) / In-memory Data Store (Redis) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • *** Alta LMS / LAPI პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება ექსკლუზიურ უპირატესობად;

პიროვნული უნარები 

  • პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა; 
  • პასუხისმგებლობის უნარი; 
  • ანალიზის უნარი. 
  • კონფიდენციალურობის დაცვა; 
  • დამოუკიდებელი მუშაობისა და გუნდში ჩართვის უნარი;
  • მენტორინგის უნარი;

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
career@lb.ge  2024 წლის 31 მარტის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.