ისარგებლე სპეციალური შეთავაზებით: აიღე არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი ლიბერთის მობაილ ან ინტერნეტ ბანკის საშუალებით, ეფექტური 17.7%-დან და დაიბრუნე სესხის თანხის 20%, მაქსიმუმ 100 ლარი.
შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ 2 დღე - 2026 წლის 26 და 27 ნოემბერს.
აქციის პირობები:
- აქცია ვრცელდება ლიბერთის მობაილ ან ინტერნეტ ბანკის საშუალებით გაცემულ არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე.
- შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელი დაიბრუნებს გაცემული სესხის თანხის 20%-ს, მაქსიმუმ 100 ლარს.
- წამახალისებელი თანხა მომხმარებლის ანგარიშზე ჩაირიცხება სესხის გაცემიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა.
- თითოეულ მომხმარებელს შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ერთხელ.
დამატებითი პირობები:
- აქციის მოქმედების პერიოდში დაფიქსირებული განაცხადის საფუძველზე მომხმარებელმა სესხი უნდა აიღოს განაცხადის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ გაცემულ სესხებზე შეთავაზება არ გავრცელდება.
- აქციის ფარგლებში რამდენიმე სესხის აღების შემთხვევაში წამახალისებელი თანხა დაითვლება მხოლოდ პირველი გაცემული სესხის მიხედვით.
- პირველი სესხის გაუქმების შემთხვევაში წამახალისებელი თანხა დაითვლება აქციის პირობების შესაბამისი მომდევნო გაცემული და აქტიური სესხის მიხედვით.
- სესხის გაცემიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მისი გაუქმების ან სრულად წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში მომხმარებელი აღნიშნულ სესხზე ვერ მიიღებს წამახალისებელ თანხას.
- სესხის გაცემიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მისი ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში წამახალისებელი თანხა შეადგენს მე-14 კალენდარული დღის ბოლოს არსებული სესხის ძირითადი თანხის ნაშთის 20%-ს, მაქსიმუმ 100 ლარს.
აქციაში მონაწილეობას არ იღებენ სს „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლები.
*ბანკი იტოვებს უფლებას, საეჭვო ან არაკეთილსინდისიერი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, მომხმარებელს არ ჩაურიცხოს შეთავაზებით გათვალისწინებული თანხა