ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
1. მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიზანი
წინამდებარე პოლიტიკის მიზანია განვმარტოთ თუ როგორ ამუშავებს ბანკი თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რა ზომებს მივმართავთ მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენი უფლებების შესახებ.
მონაცემთა დამუშავების უფრო სპეციფიური პირობები შესაძლოა ასევე გათვალისწინებული იყოს ცალკე შეთანხმებ(ებ)ით, სერვისთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტაციაში ან/და ჩვენს ვებ-გვერდებზე. თუ გაქვთ შეკითხვები წინამდებარე პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვის გუნდს ელ - ფოსტის მისამართზე: DPO@lb.ge
2. ვინ ვართ ჩვენ
სს ლიბერთი ბანკი (შემდგომში „ბანკი“, „ჩვენ“) წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ კომერციული ბანკს და თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისათვის პასუხისმგებელ პირს.
საიდენტიფიკაციო კოდი: 203828304
მისამართი: თბილისი, 0162, ილია ჭავჭავაძის გამზ. #74
საკონტაქტო ინფორმაცია: +995 32 2 55 55 00; info@lb.ge
3. მონაცემთა დაცვის პოლიტიკის გავრცელების სფერო და ცვლილება
წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ბანკის კლიენტებზე (პოტენციურზე, მოქმედზე, ყოფილზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, არაიურიდიულ პირებზე, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, სამუშაოს მაძიებლებზე, მერჩანტებზე, აგენტებზე, საგადახდო სისტემის პროვაიდერებზე, სერვისის მიმწოდებლებზე და სხვა ნებისმიერ პირზე (შემდგომში - თქვენ, მონაცემთა სუბიექტი), რომელიც რაიმე ფორმით დაკავშირებულია ბანკთან, ბანკის პროდუქტსა და სერვისთან, მათ შორის იმ პირებზე, რომლებიც ბანკთან კომუნიკაციას ახდენენ სხვადასხვა არხის მეშვეობით, როგორიცაა ელ-ფოსტა, ვებ-გვერდი, მობილური აპლიკაცია, ან ბანკის მიერ სოციალურ მედია გვერდებზე (მაგალითად, Facebook, LinkedIn, Instagram) მართული ანგარიში.
წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია, რომ მას გაეცნოთ რეგულარულად. წინამდებარე პოლიტიკის უახლესი ვერსია ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.libertybank.ge
4. მონაცემთა დამუშავების ფარგლები
ბანკთან ურთიერთობის პერიოდში, ასევე მისი დასრულების შემდგომაც, ბანკი უფლებამოსილია, წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებით, განახორციელოს თქვენ შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება.
ბანკის მიერ მონაცემთა დამუშავება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მონაცემთა თქვენგან ან/და წინამდებარე პოლიტიკის #1 დანართში ჩამოთვლილი მესამე პირ(ებ)ისაგან მოპოვებას, შეგროვებას, მათზე წვდომას, ფოტოგადაღებას, ვიდეომონიტორინგს, აუდიომონიტორინგს, ორგანიზებას, ურთიერთდაკავშირებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას (მათ შორის ინფორმაციის გამჟღავნებას წინამდებარე პოლიტიკის #1 დანართში მოცემული მესამე პირ(ებ)ისთვის) მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას.
5. რა მონაცემებს ვამუშავებთ
ბანკი იყენებს სხვადასხვა ტიპის პერსონალურ ინფორმაციას, რომლის დაჯგუფებაც შეგვიძლია შემდეგ კატეგორიებად, რომელიც მოიცავს თუმცა შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს ქვემოთ მოცემული მონაცემებით.
შენიშვნა: ბანკთან თქვენი ურთიერთობის ხასიათის და მონაცემთა დამუშავების კონტექსტისა და მიზნის გათვალისწინებით, ჩვენ შეიძლება დავამუშავოთ შესაბამის კატეგორიაში (კატეგორიებში) მითითებული ყველა ან მხოლოდ ზოგიერთი მონაცემი
დამატებით, ჩვენ შესაძლოა დავამუშავოთ ნებისმიერი სხვა მონაცემი, რომელიც უკავშირდება მონაცემთა სუბიექტს და რის შედეგადაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება ან/და დახასიათება ან/და სხვა პირებთან მისი დაჯგუფება პირის ფიზიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებითა თუ ტრანზაქციული და სხვა ტიპის მონაცემების გამოყენებით, წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.
6. რა გვჭირდება თქვენგან
თქვენ პასუხისმგებელი ხართ დარწმუნდეთ, რომ თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი და განახლებული. თუკი თვლით, რომ თქვენ შესახებ არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან არ არის სრული, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ ამის შესახებ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში თუ გვაწვდით მესამე პირების (ბენეფიციარი, დამატებითი ბარათის მფლობელი, თანამსესხებელი, უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე, თავდები პირი, ოჯახის წევრი, საკონტაქტო პირი, დამსაქმებელი, დასაქმებული, თანამშრომელი, რეკომენდატორი, დაზღვეული პირი, აპლიკანტი და სხვა) შესახებ ინფორმაციას, მათ შორის და არამარტო მათ პერსონალური მონაცემებს, ინფორმაციას გადახდისუნარიანობის, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ და სხვა, თავად ხართ ვალდებული ამ ინფორმაციის ბანკისთვის გადაცემამდე მოპოვებული გქონდეთ ზემოაღნიშნულ პირთა ნებართვა ან/და თანხმობა მათი პერსონალური მონაცემების ბანკისთვის გაზიარებასა და ბანკის მიერ წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებით დამუშავებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბანკისთვის ამგვარი ინფორმაციის მიწოდების ფაქტი გულისხმობს თქვენ მიერ ამ პირ(ებ)ის სათანადო წესით ინფორმირებას/თანხმობის წინასწარ მოპოვებას, მათთვის წინამდებარე პოლიტიკის გაცნობის უზრუნველყოფას და აღარ საჭიროებს ბანკის მხრიდან ამ პირთა დამატებით ინფორმირებას ან/და დასტურის მიღებას .
7. თქვენ მიერ პერსონალური მონაცემების მოუწოდებლობის შედეგები
როდესაც თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება აუცილებელია კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის ან ჩვენ შორის არსებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ან ხელშეკრულების დასადებად, ხოლო თქვენ, მოთხოვნის მიუხედავად, არ მოგვაწვდით აღნიშნულ მონაცემებს, ჩვენ შეიძლება მოკლებულნი ვიყოთ შესაძლებლობას შევასრულოთ ჩვენ შორის უკვე არსებული ან ის ხელშეკრულება, რომლის დადებისათვის ვემზადებით (მაგალითად, შესაბამისი პროდუქტის ან სერვისის თქვენთვის მიწოდება).
8. როგორ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
წინამდებარე სექციაში განგიმარტავთ იმ ძირითად წყაროებს, საიდანაც მოვიპოვებთ თქვენ პერსონალურ მონაცემებს.
მონაცემების შეგროვება უშუალოდ თქვენგან, მაგალითად, როდესაც:
მონაცემთა შეგროვება მესამე პირ(ებ)ისგან, კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლებით, მათ შორის, სადაც საჭიროა თქვენი თანხმობით, ბანკმა, შესაძლოა, თქვენ შესახებ ინფორმაცია მოიპოვოს გარე წყაროებიდან, მათ შორის და არამხოლოდ, შემდეგი პირ(ებ)ისგან:
ასეთ შემთხვევებში, მესამე პირი თავადაა პასუხისმგებელი უზრუნველყოს თქვენი წინასწარი ინფორმირება თქვენი პერსონალური მონაცემების ბანკში წარდგენისა და შემდგომი დამუშავების შესახებ და მოგაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია მონაცემთა გაზიარების მიზნისა და მოცულობასთან დაკავშირებით წინამდებარე პოლიტიკისა და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
მონაცემების შეგროვება მონაცემთა რეესტრებიდან და საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან - ჩვენ შეიძლება მოვიპოვოთ თქვენი მონაცემები საჯარო, სამეწარმეო, მოვალეთა და სხვა შესაბამისი რეესტრებიდან და საჯარო წყაროებიდან.
შენიშვნა: მონაცემთა გამცემი ან/და მიმღები მესამე პირების კატეგორიები განსაზღვრულია წინამდებარე პოლიტიკის #1 დანართით.
9. რა მიზნებით შეიძლება დავამუშავოთ თქვენი პერსონალური მონაცემები
თქვენთან ურთიერთობის ხასიათისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლოა განხორციელდეს სხვადახვა მიზნით და სამართლებრივი საფუძვლებით, მათ შორის:
მიზანი: თქვენი იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია, საბანკო პროდუქტების და სერვისების მიწოდება (ანგარიშის გახსნა, თანხების გადარიცხვა, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების განხორციელება და სხვ) როგორც ფიზიკური მომსახურების წერტილებში ისე დისტანციურად. ამისათვის ჩვენ, შესაძლოა დაგვჭირდეს თქვენი საიდენტიფიკაციო, საკონტაქტო, ტრანზაქციული, სოციო-დემოგრაფიული, ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული, რეესტრები და საჯარო მონაცემები, ბიომეტრიული მონაცემები, „იცნობდე შენ კლიენტს“ (KYC), დოკუმენტური მონაცემები, აუდიო-ვიზუალური, ინტერაქციული, სახელშეკრულებო ან/და სხვა მონაცემი რომელიც დაგვეხმარება დასახელებული მიზნის მიღწევაში.
საფუძველი: (ა) თქვენი თანხმობა, მაგალითად, ბიომეტრიული იდენტიფიკაციისათვის, სერვისებით დისტანციურად სარგებლობის მიზნით; შესაბამისი რეესტრიდან მონაცემების გამოსათხოვად და სხვ; (ბ) ხელშეკრულების დადება ან შესრულება; (გ) თქვენი განცხადების განხილვა (თქვენთვის მომსახურების გაწევა); (დ) ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება; (ე) ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, მათ შორის: ეფექტურად შევასრულოთ სამართლებრივი და სახელშეკრულებო ვალდებულებები; მოვახდინოთ თაღლითობის და შესაძლო თაღლითობის, ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების, არაავტორიზებული წვდომის და/ან ჩვენი სერვისების ბოროტად გამოყენების და სხვა დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა, სისხლისსამართლებრივი დევნა; უზრუნველვყოთ, რომ თქვენ შესახებ დაცული ჩანაწერები იყოს ნამდვილი და ზუსტი; ეფექტურად ვმართოთ ჩვენი საოპერაციო რისკები.
მიზანი: დანაშაულის, მათ შორის, თაღლითობის, ტერორიზმის დაფინანსების და ფულის გათეთრების თავიდან აცილება და გამოვლენა. ამისათვის, ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი საიდენტიფიკაციო, საკონტაქტო, ტრანზაქციული, სოციო-დემოგრაფიული, ტექნიკური, ინტერაქციული, რეესტრები და საჯარო მონაცემები, „იცნობდე შენ კლიენტს“ (KYC), დოკუმენტური მონაცემები და პრევენციული ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.
საფუძველი: (ა) ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება; (ბ) ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, მათ შორის: მოვახდინოთ თაღლითობის და შესაძლო თაღლითობის, ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების, არაავტორიზებული წვდომის და/ან ჩვენი სერვისების ბოროტად გამოყენების და სხვა დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა, სისხლისსამართლებრივი დევნა; დავიცვათ ჩვენი კლიენტები, თანამშრომლები და ბანკის აქტივები; უზრუნველვყოთ ქსელის უსაფრთხოება და ელექტრონული არხების სათანადო ფუნქციონირება; ეფექტურად ვმართოთ ჩვენი საოპერაციო რისკები.
მიზანი: საკრედიტო რისკების მართვა - მაგალითად, ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს თქვენი სასესხო განაცხადის განხილვის და საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში, რაც მათ შორის მოიცავს ფინანსური, საოპერაციო, შესაბამისობის, სადაზღვევო რისკების შეფასებას. ამისათვის, ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი საიდენტიფიკაციო, საკონტაქტო, ფინანსური, ტრანზაქციული, სოციო-დემოგრაფიული, ინტერაქციული, რეესტრები და საჯარო მონაცემები, სახელშეკრულებო, დოკუმენტური ან/და სხვა მონაცემი რომელიც დაგვეხმარება დასახელებული მიზნის მიღწევაში.
საფუძველი: (ა) თქვენი თანხმობა, საჭიროების შემთხვევაში; (ბ) ხელშეკრულების დადება ან შესრულება; (გ) თქვენი განცხადების განხილვა (თქვენთვის მომსახურების გაწევა); (დ) ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება; (ე) ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, მათ შორის: ეფექტურად შევასრულოთ სამართლებრივი და სახელშეკრულებო ვალდებულებები, მოგაწოდოთ თქვენ მიერ მოთხოვნილი პროდუქტები და სერვისები, დავიცვათ ჩვენი ბიზნეს ინტერესები, ეფექტურად ვმართოთ ჩვენი საოპერაციო და სხვა ტიპის რისკები.
მიზანი: ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესება - ჩვენ ვაანალიზებთ ინფორმაციას, იმისათვის, რომ დავაიდენტიფიციროთ მომსახურებისა და პროდუქტის გაუმჯობესების გზები. ამისათვის, ჩვენ, როგორც წესი შეიძლება დაგვჭირდეს სარგებლობასთან დაკავშირებული, მარკეტინგული და ინტერაქციული მონაცემები.
საფუძველი: (ა) ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, მათ შორის: განვავითაროთ პროდუქტები/სერვისები და გავზარდოთ ჩვენი ბიზნესი; აღმოვფხვრათ ნაკლოვანებები და გავაუმჯობესოთ მომსახურება.
მიზანი: მარკეტინგული სტრატეგიის წარმართვა - მაგალითად, ჩვენ შესაძლებელია გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები იმისათვის, რომ მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც ვფიქრობთ თქვენთვის საინტერესოა; გამოვიყენოთ თქვენგან მიღებული უკუკავშირი ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებთან დაკავშირებით, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი შეთავაზებები, ასევე გავითვალისწინოთ თქვენი სურვილები მარკეტინგულ კომუნიკაციასთან დაკავშირებით. ამისათვის, ძირითადად, შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი საკონტაქტო და საიდენტიფიკაციო მონაცემები, ასევე, ფინანსური, მარკეტინგული, სოციო-დემოგრაფიული, სარგებლობასთან დაკავშირებული ან/და სხვა მონაცემები, იმ მოცულობით და ფარგლებში რაც საჭიროა ზემოხსენებული მიზნისათვის.
საფუძველი: (ა) თქვენი თანხმობა, საჭიროების შემთხვევაში; (ბ) ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, მათ შორის: განვავითაროთ პროდუქტები/სერვისები და გავზარდოთ ჩვენი ბიზნესი, განვსაზღვროთ ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების მომხმარებელთა კატეგორიები და აღნიშნულის შესაბამისად განვახორციელოთ მარკეტინგული აქტივობები, უზრუნველვყოთ თქვენი ინფორმირება შესაბამის საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით.
მიზანი: ჩვენი ლეგიტიმური უფლებების დაცვა - შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი ინფორმაციის გამოყენება იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ან/და მესამე პირის კანონიერი უფლებები, მაგალითად, განვიხილოთ ტრანზაქციებთან დაკავშირებით ადგილობრივი თუ საერთაშორისო დავები, უზრუნველვყოთ სესხის თანხის ამოღება, სასამართლოში საქმისწარმოება, საჩივრებზე, პრეტენზიებზე და მოთხოვნებზე რეაგირება, მოთხოვნის დათმობა (ცესია), პორტფელის გაყიდვა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა; თქვენი მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს რესტრუქტურიზაციის, წილის გასხვისების ან შეძენის შემთხვევაში და სხვ. ამისათვის შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი საიდენტიფიკაციო, საკონტაქტო, ფინანსური, ტრანზაქციული, სოციო-დემოგრაფიული, ტექნიკური, აუდიო-ვიზუალური, ინტერაქციული, რეესტრები და საჯარო მონაცემები, „იცნობდე შენ კლიენტს“ (KYC), სახელშეკრულებო, დოკუმენტური ან/და სხვა მონაცემი რომელიც დაგვეხმარება დასახელებული მიზნის მიღწევაში.
საფუძველი: (ა) ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება; (ბ) ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, მათ შორის: ეფექტურად შევასრულოთ სამართლებრივი და სახელშეკრულებო ვალდებულებები, განვავითაროთ პროდუქტები/სერვისები, გავზარდოთ ჩვენი ბიზნესი; უზრუნველვყოთ საჩივრების შესწავლა, უზრუნველვყოთ ნასესხები თანხის ჩვენთვის დაბრუნება, გაგვაჩნდეს ტრანზაქციების განხორციელების დამადასტურებელი და სხვა შესაბამისი მტკიცებულებები; დავიცვათ ჩვენი ბიზნეს ინტერესები;
მიზანი: ანალიტიკა და ანგარიშგება - ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს რაც გვეხმარება პროდუქტებსა და სერვისებთან მიმართებით ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, გარდა ამისა, მონაცემთა დამუშავება საჭიროა ბანკზე, როგორც ანგარიშვალდებულ პირზე, დაკისრებული სხვა მოვალეობის შესასრულებლად და გარე რეპორტინგის უზრუნველსაყოფად. ამისთვის შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი საიდენტიფიკაციო, საკონტაქტო, ტრანზაქციული, სოციო-დემოგრაფიული, ტექნიკური, ინტერაქციული, „იცნობდე შენ კლიენტს“ (KYC), დოკუმენტური ან/და სხვა მონაცემი რომელიც დაგვეხმარება დასახელებული მიზნის მიღწევაში.
საფუძველი: (ა) ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება; (ბ) ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, მათ შორის: ეფექტურად შევასრულოთ სამართლებრივი და სახელშეკრულებო ვალდებულებები, განვავითაროთ პროდუქტები/სერვისები, გავზარდოთ ჩვენი ბიზნესი; დავიცვათ ჩვენი კლიენტები, თანამშრომლები და ბანკის აქტივები; ეფექტურად ვმართოთ ჩვენი საოპერაციო რისკები; გაგვაჩნდეს ტრანზაქციების განხორციელების დამადასტურებელი და სხვა შესაბამისი მტკიცებულებები.
მიზანი: საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვა - რისთვისაც შეიძლება დაგვჭირდეს აუდიო-ვიზუალური, ტექნიკური და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია რომელიც დაგვეხმარება დანაშაულის თავიდან აცილების, მისი გამოვლენის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაში.
საფუძველი: (ა) მნიშვნელოვანი საჯარო და ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, მათ შორის: მოვახდინოთ დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა, სისხლისსამართლებრივი დევნა; დავიცვათ ჩვენი კლიენტები, თანამშრომლები და ბანკის აქტივები; უზრუნველვყოთ ქსელის უსაფრთხოება და ელექტრონული არხების სათანადო ფუნქციონირება; ეფექტურად ვმართოთ ჩვენი საოპერაციო რისკები
შენიშვნა: ბანკი უფლებამოსილია დაამუშავოს თქვენი მონაცემები სხვა ნებისმიერი კანონიერი მიზნებით, ასევე, როდესაც დამუშავების შემდგომი მიზანი თავსებადია თავდაპირველ მიზანთან.
10. ვის გადავცემთ თქვენ პერსონალური მონაცემებს
იმისათვის, რომ ბანკმა შეასრულოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობები, დაიცვას ლეგიტიმური ინტერესები, ასევე სრულად და ჯეროვნად განახორციელოს თქვენი მომსახურება, მონაცემთა დამუშავების კონტექსტისა და მიზნებიდან გამომდინარე, ბანკმა შესაძლოა თქვენ შესახებ ინფორმაცია გადასცეს, მათ შორის და არამხოლოდ, შემდეგი კატეგორიის მესამე პირებს:
შენიშვნა: მონაცემთა გამცემი ან/და მიმღები მესამე პირების კატეგორიები განსაზღვრულია წინამდებარე პოლიტიკის #1 დანართით.
11. პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემა
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, თაღლითობისა და ფულის გათეთრების პრევენციის მიზნებისათვის, ასევე, თქვენთვის საბანკო მომსახურების გაწევის/ხელშეკრულების შესრულების ან/და ბანკის ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით თქვენ შესახებ მონაცემები შეიძლება გადაიცეს და შეინახოს საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის ისეთ ქვეყანაში რეგისტრირებულ ორგანიზაციებში, რომელიც არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის/მისი უფლებამონაცვლის შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყანას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არმქონე ქვეყნებში მონაცემების გაზიარების საფრთხეები შესაძლოა უკავშირდებოდეს მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს ადგილობრივი საზედამხედველო ორგანოს და ინდივიდუალურ მონაცემთა დაცვის და მონაცემთა სუბიექტის უფლებების არარსებობით (ან მხოლოდ შეზღუდული არსებობით). ზოგიერთ ასეთ ქვეყანაში კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის კანონები და წესები მონაცემებზე წვდომასთან დაკავშირებით, შესაძლოა განსხვავდებოდეს საქართველოს კანონმდებლობისგან; ამასთან, ასეთ შემთხვევაში, ბანკი უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლითაც კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, განისაზღვრება ინფორმაციის მიმღები მხარის ვალდებულებები თქვენი პერსონალურ მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად.
12. COOKIES
ჩვენ შესაძლებელია გამოვიყენოთ cookies და მსგავსი ტექნოლოგიები რომელიც გვეხმარება გაუმჯობესდეს თქვენი, როგორც იუზერის გამოცდილება ვებ-გვერდ(ებ)ის სტუმრობისას. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ cookies გამოყენების შესახებ შეტყობინება შემდეგ ბმულზე: https://libertybank.ge/ka/samartlebrivi-inpormatsia/cookies-policy
თქვენ შეგიძლიათ დაბლოკოთ ან შეზღუდოთ ნებისმიერ ვებ-გვერდზე - მათ შორის ჩვენს ვებ-გვერდ(ებ)ზე Cookies გამოყენება ბრაუზერის (Internet Explorer, Mozilla Firefox, Google Chrome, etc.) და იმ მოწყობილობის პარამეტრებიდან, რომელსაც იყენებთ ინტერნეტში შესასვლელად. ამავე გზით შეგიძლიათ წაშალოთ Cookies რომელიც უკვე ინახება თქვენს მოწყობილობაში. Cookies პარამეტრების მართვის თაობაზე მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ www.allaboutcookies.org
13. პირდაპირი მარკეტინგი
ჩვენი სურვილია უზრუნველვყოთ თქვენთვის არჩევანის საშუალება თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის ფარგლებში გამოყენებასთან დაკავშირებით.
პირდაპირი მარკეტინგი გულისხმობს ბანკის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით თქვენთვის საბანკო, საკრედიტო პროდუქტების, მომსახურების, აქციების და სხვ. პირდაპირ და უშუალო შეთავაზებას, ასევე ბანკის პროექტების, პროდუქტებისა თუ მომსახურებისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციისა ან/და მხარდაჭერისკენ მიმართული ინფორმაციის მოწოდებას ტელეფონის (მოკლე ტექსტური შეტყობინება, სატელეფონო ზარი, ხმოვანი შეტყობინება და სხვ), ფოსტის, ელექტრონული ფოსტის და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ელექტრონული საშუალებ(ებ)ით, ასევე, შეზღუდვის გარეშე, დისტანციური საბანკო მომსახურების არხებით (მათ შორის, ბანკომატი, ციფრული ბანკის, აპლიკაციის შეტყობინება).
პირდაპირ მარკეტინგზე თქვენი თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება დამუშავდეს თქვენ შესახებ ბანკში დაცული ისეთი ინფორმაცია, რომელიც დაგვეხმარება თქვენზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებაში და ეფექტურ კომუნიკაციაში. ძირითადად, ეს შეიძლება იყოს თქვენი საიდენტიფიკაციო (მაგ. სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) და საკონტაქტო (მაგ. მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი), ასევე ფინანსური კატეგორიის მონაცემები (მაგ. დეტალები იმ პროდუქტებზე და სერვისებზე, რომლითაც სარგებლობთ/სარგებლობდით).
თქვენთან ურთიერთობის შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, პირდაპირი მარკეტინგის ფარგლებში შესაძლოა დამუშავდეს ბანკში თქვენ შესახებ დაცული სხვა კატეგორიის მონაცემებიც, იმ მოცულობით და ფარგლებში, რაც აუცილებელია პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის, წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად*
ბანკი უფლებამოსილია დაამუშავოს თქვენი მონაცემები და განახორცელოს პირდაპირი მარკეტინგი დამოუკიდებლად ან/და ისარგებლოს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი - კონტრაქტორი კომპანი(ებ)ის (მაგ. მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი და სხვა სერვის პროვაიდერები) მომსახურებით, რომელზეც გავრცელდება კონფიდენციალურობის დაცვის შესაბამისი ვალდებულებები.
თანხმობა პირდაპირ მარკეტინგზე არის ნებაყოფლობითი და არ არის აუცილებელი საბანკო პროდუქტებით სარგებლობისთვის. ამასთან, თქვენი თანხმობის გარეშე, ბანკი მოკლებული იქნება შესაძლებლობას განახორციელოს პირდაპირი მარკეტინგი და მოგაწოდოთ თქვენზე მორგებული უშუალო და პირდაპირი შეთავაზებები, მათ შორის, საბანკო, საკრედიტო პროდუქტების, ლიმიტების, მომსახურებების, აქციების შესახებ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ, ამავდროულად, წარმოადგენთ ჩვენი არსებული ან/და პოტენციური კლიენტი იურიდიული პირის ხელმძღვანელს, წარმომადგენელს, უფლებამოსილ ან/და ამ იურიდიულ პირთან ნებისმიერი სხვა ფორმით ასოცირებულ პირს, ბანკი უფლებამოსილია დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, როგორც აღნიშნულ იურიდიულ პირთან დაკავშირებული ინფორმაცია და გამოიყენოს აღნიშნული ინფორმაცია იურიდიული პირისთვის მომსახურების გაწევის, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.
უარის თქმა პირდაპირ მარკეტინგზე
თანხმობა პირდაპირ მარკეტინგზე მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, თქვენ მიერ აღნიშნული თანხმობის გაუქმებამდე.
თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაითხოვოთ თანხმობა და მოითხოვოთ პირდაპირი მარკეტინგული ხასიათის შეტყობინებების თქვენთვის ელექტრონული ფოსტით, მობილურ ტელეფონის ნომერზე ან/და სხვა ელექტრონული საშუალებით მოწოდების შეწყვეტა. ამისათვის, შეგიძლიათ ისარგებლოთ შესაბამისი ელექტრონული საშუალებით ხელმისაწვდომი უარის თქმის მექანიზმით (მაგ. მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მითითებული ციფრების ან ტექსტის გაგზავნა ამავე შეტყობინებაში დაფიქსირებულ მოკლე ნომერზე (ე.წ. NOSMS), ელექტრონული ფოსტის შეტყობინებების გამოწერის გაუქმება ე.წ. unsubscribe და ა.შ.) ან/და მიმართოთ ჩვენ სერვისცენტრს, დაგვირეკოთ ცხელი ხაზის ნომერზე (0 322 55 55 00), ან/და გამოიყენოთ დისტანციური მომსახურების არხები, როგორიცაა ციფრული ბანკი (მობაილ ან ინტერნეტ ბანკის პარამეტრები) და ბანკომატი (მთავარი მენიუ).
ტექნიკური შესაძლებლობის ფარგლებში, უარი ან თანხმობა შეგიძლიათ განაცხადოთ ელექტრონული საშუალებებში (არხებში) დიფერენცირებულად*
ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, პირდაპირ მარკეტინგად არ მიიჩნევა და თქვენ არ ხართ უფლებამოსილი მოითხოვოთ სხვადასხვა სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინებების გაზიარების შეწყვეტა, თუ აღნიშნული შეტყობინებები (მაგ. სარეკლამო ბანერი, ფლაერი, ზეპირი შეთავაზება და სხვა) მოგეწოდებათ უშუალოდ ბანკის მომსახურების წერტილებში ან ბანკის კუთვნილ (ბანკთან ასოცირებულ) დისტანციურ არხებში (მათ შორის ბანკომატი, ციფრული ბანკი და სხვა).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის საფუძველზე შეწყდება მხოლოდ სარეკლამო ხასიათის კომუნიკაციები. თქვენთან დაკავშირება ბანკში დაცული საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით გაგრძელდება ბანკსა და თქვენ შორის ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, კრედიტის ვადაგადაცილებისა და სხვა ნებისმიერი ტიპის დავალიანების თაობაზე თქვენი ინფორმირების მიზნით, მომსახურების/პროდუქტის პირობების ცვლილების, დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების, ასევე თქვენს განცხადებებსა თუ მოთხოვნებზე რეაგირების უზრუნველსაყოფად და სხვა შესაბამისი ინფორმაციის მოსაწოდებლად.
14. ავტომატიზებული გადაწყვეტილებები
ბანკი უფლებამოსილია დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის პროფაილინგის საფუძველზე. ჩვენ მიერ ავტომატიზებული გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა მოხდეს მაგალითად შემდეგ შემთხვევებში:
ავტომატიზირებული საშუალებებით თქვენთან დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც თქვენთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგს, მოითხოვოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანური რესურსის ჩართულობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ავტომატიზირებული საშუალებებით მონაცემთა დამუშავება ეფუძნება თქვენ თანხმობას, აუცილებელია ჩვენ შორის ხელშეკრულების დასადებად/შესასრულებლად ან გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
15. ვიდეო და აუდიო მონიტორინგი
დანაშაულის თავიდან აცილების, მისი გამოვლენის/მოკვლევის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო (კონფიდენციალური) ინფორმაციის დაცვის და ბანკის ლეგიტიმური ინტერესების სფეროსთვის მიკუთვნებული სხვა მნიშვნელოვანი ამოცანების შესასრულებლად, (მათ შორის, ინციდენტების მართვა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, პროცესების მონიტორინგი, რისკების მართვა და სხვ.) წინამდებარე პოლიტიკის დანართი #2-ით განსაზღვრული წესებისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ბანკის მიერ ხორციელდება მომსახურების სივრცეების, ბანკის შენობ(ებ)ის გარე და შიდა პერიმეტრის, მათ შორის, შეხვედრების ოთახების და სამუშაო ადგილ(ებ)ის ვიდეო და აუდიო მონიტორინგი.
მონიტორინგი ან/და ფოტოგადაღება ასევე ხორციელდება ბანკში, მის სერვისცენტრში ან/და ბანკის პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ის კუთვნილ ობიექტ(ე)ბში ბანკომატის ან/და სხვა შესაბამისი ელექტრონული საშუალებით. ბანკთან/ბანკის წარმომადგენელთან სატელეფონო კომუნიკაციისას ზარების ჩანაწერების სისტემის (აუდიომონიტორინგი) მეშვეობით ხორციელდება ბანკის შემავალი და გამავალი ზარების ჩაწერა/დამუშავება მომსახურების სრულყოფისა და ჯეროვნად შესრულების, განცხადებების, პრეტენზიების განხილვისა და რეაგირების, ეთიკის კოდექსისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების დაცვის მონიტორინგის, ასევე ბანკის სხვა კანონიერი ინტერესების დაცვის (მათ შორის, იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულების შექმნა) მიზნებისათვის წინამდებარე პოლიტიკის დანართი #3-ით განსაზღვრული წესებისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
16. სამუშაოს მაძიებლის (აპლიკანტის) მონაცემების დამუშავება
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ პოზიციაზე თქვენი განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმესა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „აპლიკანტის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება თქვენი განაცხადის განხილვის, ასევე აპლიკანტთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, წინამდებარე პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შეინახება 3 (სამი) წლის ვადით თუ არ არსებობს მონაცემთა უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული საშუალებას მოგვცემს დავიცვათ საკანონმდებლო და რეგულაციური მოთხოვნები ან გამოვიყენოთ მონაცემები ისეთი ლეგიტიმური მიზნებისათვის, როგორიცაა ნებისმიერ პრეტენზიაზე რეაგირება და ბანკის კანონირი ინტერესების დაცვა.
აპლიკანტის პერსონალური მონაცემები უშუალოდ იმ პოზიციაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ბანკმა შესაძლოა დაამუშავოს და გამოიყენოს სხვა პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე და გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა ან/და ბანკის ვებ-გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.
17. არასრულწლოვნების მონაცემთა დამუშავება
18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებმა, რომელთაც აქვთ სურვილი ისარგებლონ ჩვენი მომსახურებით, უნდა წარმოადგინონ თავიანთი კანონიერი წამომადგენლებისაგან (მშობელი/ კანონიერი მზრუნველი) თანხმობა მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისისა.
18. საავტორო უფლებები
ბანკის ვებ-გვერდზე, ციფრულ ბანკში, მობილურ აპლიკაციებსა და სხვა ელექტრონულ არხებში განთავსებული თქვენი მონაცემები (ბეჭდვითი, აუდიო ან/და ვიზუალური) თუ ის არ განეკუთვნება თქვენ პერსონალურ მონაცემებს ჩაითვლება ბანკის საკუთრებად და ბანკი აღნიშნული მონაცემების განთავსებისთანავე სრულად მოიპოვებს მათზე საავტორო ქონებრივ უფლებებს.
19. მონაცემთა უსაფრთხოება და შენახვის ვადა
ჩვენ დავნერგეთ შესაფერისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, იმისათვის რომ დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები არასანქცირებული წვდომის, უკანონო დამუშავების ან გამჟღავნების, შემთხვევითი დაკარგვის, შეცვლის ან განადგურებისაგან. გარდა ამისა, ჩვენ შევზღუდეთ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა და ბანკის თანამშრომლებს, აგენტებს, კონტრაქტორებს და სხვა მესამე პირებს ხელი მიუწვდებათ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე მხოლოდ დაკისრებული ფუნქციების და საქმიანობის ფარგლებში. იმ შემთხვევაში თუ ბანკი განახორციელებს მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემას, მათ შორის, ინფორმაციის სხვა ქვეყნის რეზიდენტი პირ(ებ)ისათვის გადაცემას, ბანკი უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლითაც კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, განისაზღვრება მიმღები მხარის ვალდებულებები თქვენი პერსონალურ მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად.
ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც საჭიროა იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც აღნიშნული მონაცემები შეგროვდა, მათ შორის, ნებისმიერი სამართლებრივი, მარეგულირებელი, საგადასახადო, სააღრიცხვო, ან ანგარიშგებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნებისათვის. ჩვეულებრივ, ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში იმ მომენტიდან როდესაც შეწყვეტთ ჩვენთან საქმიან ურთიერთობას. აღნიშნული საშუალებას მოგვცემს დავიცვათ საკანონმდებლო და რეგულაციური მოთხოვნები ან გამოვიყენოთ მონაცემები ისეთი ლეგიტიმური მიზნებისათვის, როგორიცაა თქვენი ანგარიშების მართვა და ნებისმიერი სხვა პრობლემური საკითხის დარეგულირება, რომელიც, შესაძლოა, წარმოიშვას. ჩვენ შესაძლებელია დაგვჭირდეს თქვენი მონაცემების შენახვა უფრო ხანგრძლივი პერიოდით, თუ აღნიშნული აუცილებელია სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის, მაგალითად, საჩივრებზე რეაგირების, თაღლითობასა და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით და სხვ.
20. თქვენი უფლებები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი განიჭებთ შემდეგ უფლებებს, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის და ასლის მიღების უფლება - თქვენ გაქვთ უფლება იყოთ ინფორმირებული თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნისამებრ, ჩვენ უნდა მოგაწოდოთ დეტალები იმის თაობაზე, თუ რომელ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, რა მიზნით და საფუძვლით, როგორ ვაგროვებთ, რა ვადით ვინახავთ, ვის გადავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და ა.შ. წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი ამის მაგალითია. თქვენ, ასევე უფლება გაქვთ, მიიღოთ ბანკისგან იმ პერსონალური მონაცემების ასლი, რომელიც მუშავდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება - თუ ბანკის მიერ დამუშავებული თქვენი მონაცემები არასწორი, არასრული ან არაზუსტია, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება და მოგვაწოდოთ ამისათვის აუცილებელი ინფორმაცია.
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება - თქვენ უფლება გაქვთ მოგვთხოვოთ თქვენ შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო, კომერციული ბანკების საქმიანობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობებიდან და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე, ბანკი შესაძლოა მოკლებული იყოს შესაძლებლობას, მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა.
მონაცემთა დაბლოკვის უფლება - თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა (დამუშავების შეზღუდვა), როდესაც პერსონალური მონაცემების სიზუსტე სადავოა თქვენი მხრიდან ან ითხოვთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას, იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს გადავამოწმოთ პერსონალური მონაცემების სიზუსტე და განვიხილოთ მოთხოვნა; როდესაც დამუშავება უკანონოა, თუმცა, თქვენ უარს აცხადებთ პერსონალური მონაცემების წაშლაზე და, სანაცვლოდ, ითხოვთ მონაცემების დაბლოკვას; ბანკს აღარ ესაჭიროება პერსონალური მონაცემები დამუშავების მიზნებისთვის, მაგრამ მონაცემები გჭირდებათ საჩივრის/სარჩელის წარსადგენად; როდესაც არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.
მონაცემთა გადატანის უფლება - თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოთ თქვენ მიერ მიწოდებული მონაცემები ან მოითხოვოთ ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა. ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ აღნიშნული ტექნიკურად შეუძლებელია.
ავტომატიზებულ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული უფლებები - კანონმდებლობა გაძლევთ უფლებას არ დაექვემდებაროთ მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება: (ა) ეფუძნება თქვენს აშკარად გამოხატულ თანხმობას; (ბ)აუცილებელია ჩვენ შორის ხელშეკრულების დასადებად ან ხელშეკრულების შესასრულებლად; (გ) გათვალისწინებულია კანონით ან კანონის საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
თანხმობის გამოხმობის უფლება - თანხმობის გათხოვა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. გამოთხოვის უფლების რეალიზაცია მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც დამუშავების საფუძველი არის თქვენი თანხმობა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თანხმობის გამოხმობა არ იწვევს თანხმობის გამოხმობამდე და თანხმობის ფარგლებში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ამასთან, თანხმობის გათხოვის შემთხვევაში, ჩვენ, შესაძლოა, მოკლებულნი ვიყოთ შესაძლებლობას, სრულყოფილად გაგიწიოთ მომსახურება.
გასაჩივრების უფლება - თუ თვლით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, უფლება გაქვთ მიმართოთ სასამართლოს ან საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სამსახურის ვებ-გვერდს www.pdps.ge.
მონაცემთა დაცვის საკითხებზე, ასევე, თქვენი უფლებების რეალიზაციის მიზნით შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ ჩვენ მონაცემთა დაცვის გუნდს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: DPO@lb.ge.
გთხოვთ მკაფიოდ მიუთითოთ თქვენი ვინაობა და, შესაძლებლობის ფარგლებში, მოთხოვნა გამოგვიგზავნოთ ბანკში რეგისტრირებული თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართიდან.
ჩვენ, შესაძლოა, დაგვჭირდეს თქვენგან კონკრეტული ინფორმაცია, რაც დაგვეხმარება თქვენი ვინაობის დადასტურებასა და თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის (ან თქვენი მხრიდან სხვა სამართლებრივი უფლების გამოყენების) უზრუნველყოფაში. აღნიშნული წარმოადგენს უსაფრთხოების ზომას, რაც უზრუნველყოფს არაუფლებამოსილი პირისათვის თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნების პრევენციას. ჩვენ ასევე შესაძლებელია დაგიკავშირდეთ თქვენი მოთხოვნის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, რათა დავაჩქაროთ საპასუხო ინფორმაციის მოწოდება.
თქვენ არ მოგიწევთ რაიმე საფასურის გადახდა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წდომის ან სხვა სამართლებრივი უფლების გამოყენებისათვის, გარდა კანონდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა (მაგალითად, თუ საფასური გათვალისწინებულია კანონმდებლობით ან/და დაწესებულია ბანკის მიერ მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან/და მოთხოვნის სიხშირის გამო). მონაცემთა სუბიექტის მიერ მოთხოვნების არაგონივრული სიხშირით წარდგენის შემთხვევაში ბანკი ასევე უფლებამოსილია უარი განაცხადოს მის შესრულებაზე.
ყველა თქვენს სამართლებრივ მოთხოვნაზე ჩვენ რეაგირებას განვახორციელებთ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში.
21. მონაცემთა დამუშავებისათვის პასუხისმგებელი, მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი და თანადამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირ(ებ)ის ვალდებულებები
წინამდებარე პოლიტიკის პირობებიდან გამომდინარე, დამუშავების კონტექსტისა და მიზნის გათვალისწინებით, გარკვეული მონაცემების დამუშავებისას, ბანკი ან/და პოლიტიკის #1 დანართში მითითებული მესამე პირი, შესაძლოა, წარმოადგენდეს მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს და მოქმედებდეს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის სახელით, ან/და მხარეები მოქმედებდნენ, როგორც თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები.
თუ მონაცემთა დამუშავების პროცესში, მონაცემთა დამუშავების სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მხარე წარმოადგენს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს, ხოლო, მეორე - დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, უფლებამოსილი პირი ვალდებულია:
თუ მონაცემთა დამუშავების პროცესში, მონაცემთა დამუშავების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეები წარმოადგენენ მონაცემთა თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი თითოეული პირი (შემდგომში - თანადამმუშავებელი) ვალდებულია:
დანართი #1 მონაცემთა გამცემი ან/და მიმღები მესამე პირების კატეგორიები
იმისათვის, რომ ბანკმა შეასრულოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობები, დაიცვას ლეგიტიმური ინტერესები, ასევე სრულად და ჯეროვნად განახორციელოს თქვენთვის მომსახურების მიწოდება, მონაცემთა დამუშავების კონტექსტისა და მიზნებიდან გამომდინარე, ბანკმა შესაძლოა თქვენ შესახებ ინფორმაცია მიიღოს ან/და გადასცეს (ხელმისაწვდომი გახადოს) მათ შორის და არამხოლოდ, შემდეგი კატეგორიის მესამე პირ(ებ)ს:
კლიენტისათვის ცნობილია და ეთანხმება, რომ აღნიშნულ დანართში ან/და ბანკის ადმინისტრირებად ვებ-გვერდებზე მოცემული ჩამონათვალი არ არის სრული, ამომწურავი და დროდადრო მესამე პირების რაოდენობა ან/და კატეგორიები შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს, თუმცა მიუხედავად ამისა მონაცემების დამუშავების კუთხით ბანკის ქმედებები შესაბამისობაში იქნება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვას უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მიმღები მესამე პირი და ბანკი არ აგებს პასუხს ინფორმაციის მიმღები პირის მიერ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დარღვევისთვის, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დანართი #2 ვიდეომონიტორინგის განხორციელება
დანაშაულის თავიდან აცილების, მისი გამოვლენის/მოკვლევის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო (კონფიდენციალური) ინფორმაციის დაცვის და ბანკის ლეგიტიმური ინტერესების სფეროსთვის მიკუთვნებული სხვა მნიშვნელოვანი ამოცანების შესასრულებლად, (მათ შორის, ინციდენტების მართვა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, პროცესების მონიტორინგი, რისკების მართვა და სხვ.) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ბანკის მიერ ხორციელდება მომსახურების სივრცეების, ბანკისშენობ(ებ)ის გარე და შიდა პერიმეტრის, მათ შორის, შეხვედრების ოთახების და სამუშაო ადგილ(ებ)ის ვიდეო-აუდიო მონიტორინგი ვიდეოსათვალთვალო სისტემის მეშვეობით (შემდგომში - მონიტორინგი).მონიტორინგი ხორციელდება 24/7 საათის განმავლობაში, ხოლო ჩანაწერები ინახება 1 წლამდე ან/და იმ ვადით, რაც საჭიროა კონკრეტული მიზნის მისაღწევად, რის შემდეგადაც ექვემდებარება ავტომატურ განადგურებას, თუ არ არსებობს მონაცემთა უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვის საჭიროება და სამართლებრივი საფუძველი.
თქვენი ინფორმირების უზრუნველსაყოფად, ბანკის მიერ თვალსაჩინო ადგილას განთავსებულია შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები, რომელიც შეიცავს ინფორმაციას როგორც ვიდეო, ასევე, აუდიოჩაწერის თაობაზე.
ამასთანავე, ბანკის მიერ მიღებულია ყველა შესაბამისი ქმედითი და ადეკვატური ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჩანაწერებში ასახული მონაცემების უკანონო/შემთხვევითი გამჟღავნება, მათი არასასურველი მიზნით გამოყენება, გავრცელება და სხვა, მათ შორის:
შენახულ ვიდეოჩანაწერებზე წვდომა, მათი დათვალიერება და რიგ შემთხვევებში, მესამე პირებისთვის გადაცემა შესაძლოა, საჭირო გახდეს სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად, თუ არსებობს ეჭვი, რომ ვიდეოჩანაწერზე ასახულია დანაშაულის ან სხვა სამართალდარღვევის (მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის) ფაქტი, შესაბამის ჩანაწერზე წვდომის ინტერესი უჩნდება საქმის მწარმოებელ ორგანოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების მიზნებისთვის. გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩანაწერი შესაძლოა მოითხოვოს ბანკის საზედამხედველო ორგანომ - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა თქვენი პრეტენზიის შესწავლის ან/და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
ბანკი ჩანაწერების დათვალიერებასა და მესამე პირ(ებ)ისთვის (მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოსთვის) გამჟღავნებას ახორციელებს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში.
მონაცემთა სუბიექტის უფლებები განისაზღვრება წინამდებარე პოლიტიკის მე-20 პუნქტით.
დანართი #3 აუდიომონიტორინგის განხორციელება
სატელეფონო კომუნიკაციისას ზარების ჩანაწერების სისტემის (აუდიომონიტორინგი) მეშვეობით ავტომატურად ხორციელდება ბანკის ცხელ ხაზზე და სხვა შესაბამის ტელეფონის ნომრებზე შემავალი ან აღნიშნული ნომრიდან გამავალი ზარების ჩაწერა და დამუშავება მომსახურების სრულყოფისა და ჯეროვნად შესრულების, განცხადებების, პრეტენზიების განხილვისა და რეაგირების, ეთიკის კოდექსისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების დაცვის მონიტორინგის, ასევე ბანკის სხვა ლეგიტიმური ინტერესების დაცვის (მათ შორის, იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულების შექმნა) მიზნებისათვის, ან კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ასევე, სადაც საჭიროა, თქვენი თანხმობის საფუძველზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე, ან ჩაწერის დაწყებისთანავე, ბანკი ახდენს თქვენ ინფორმირებას აუდიომონიტორინგის თაობაზე. ჩანაწერები ინახება, სულ მცირე, 15 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც, ექვემდებარება ავტომატურ განადგურებას, თუ მიღწეულია მონაცემთა დამუშავების მიზანი და არ არსებობს მონაცემთა უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვის საჭიროება და სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, ბანკის მიერ მიღებულია ყველა შესაბამისი ქმედითი და ადეკვატური ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჩანაწერების უკანონო/შემთხვევითი გამჟღავნება, მათი არასასურველი მიზნით გამოყენება, გავრცელება და სხვა, მათ შორის:
შენახულ აუდიოჩანაწერებზე წვდომა, მათი დათვალიერება და რიგ შემთხვევებში, მესამე პირებისთვის გადაცემა შესაძლოა, საჭირო გახდეს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ჩანაწერი შესაძლოა მოითხოვოს ბანკის საზედამხედველო ორგანომ - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა თქვენი პრეტენზიის შესწავლის ან/და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
ბანკი ჩანაწერების მესამე პირ(ებ)ისთვის გამჟღავნებას ახორციელებს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში.
მონაცემთა სუბიექტის უფლებები განისაზღვრება წინამდებარე პოლიტიკის მე-20 პუნქტით.
დანართი #4 ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება
ბიომეტრიული მონაცემი წარმოადგენს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დამუშავებულ მონაცემთა სუბიექტის ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ ან ქცევის მახასიათებელთან დაკავშირებულ მონაცემს (როგორიცაა, მაგალითად: სახის გამოსახულება, ხმის მახასიათებელი ან დაქტილოსკოპიური მონაცემები), რომელიც მონაცემთა სუბიექტის უნიკალური იდენტიფიცირების ან ვინაობის დადასტურების შესაძლებლობას იძლევა.
ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება აუცილებელია ბანკის საქმიანობის განხორციელების, უსაფრთხოების და საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნებისთვის, ასევე, ბანკზე, როგორც ანგარიშვალდებულ პირზე, კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და ბანკის ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით, მათ შორის, იმისათვის, რომ ბანკმა შეამოწმოს მონაცემების სიზუსტე, რაც აუცილებელია კლიენტის ვინაობის და დოკუმენტის ავთენტურობის დადასტურების, იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულების შექმნის, ასევე თაღლითობის და სხვა სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედებების თავიდან არიდებისა და კლიენტის მიერ მოთხოვნილი მომსახურების სრულყოფილად მიწოდების უზრუნველსაყოფად.
ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებისათვის, სადაც აღნიშნულს მოითხოვს კანონმდებლოობა, ბანკი მოიპოვებს მონაცემთა სუბიექტის თანხმობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მონაცემები დამუშავდება საქართველოში, ისევე როგორც ისეთ იურისდიქციაში, რომელიც ექცევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი ევროპული რეგულაციის ქვეშ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ან/და მისი სამართალმემკვიდრის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილ სათანადო გარანტიის მქონე ქვეყანაში/ქვეყნებში, ისეთი ორგანიზაცი(ებ)ის მიერ რომელთა საქმიანობა ასევე შესაბამისობაშია ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) მოთხოვნებთან.
მონაცემთა სუბიექტის უფლებები განისაზღვრება წინამდებარე პოლიტიკის მე-20 პუნქტით.
საბანკო სერვისების დისტანციურად, ბანკის მომსახურე ერთეულებს გარეთ მისაღებად და სარგებლობისათვის, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, კლიენტმა უნდა გაიაროს ელექტრონული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც, ტექნიკური უზრუნველყოფის გამოყენებით, ბანკი მოიპოვებს და დაამუშავებს კლიენტის პერსონალურ, მათ შორის, ბიომეტრიულ მონაცემებს.
ელექტრონული იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის პროცესებში, პიროვნების ნამდვილობის შემოწმების მიზნით, გამოიყენება Amazon Web Services, Inc. -ის სახის ამოცნობის სერვისი და Identomat Inc (ს/ნ (SR 20204194256; n7977895)), მისამართი: აშშ, 60 Hazelwood Dr, Champaign, IL 61820; info@identomat.com; +1 (304) 804 40 50; მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო ელ-ფოსტა legal@identomat.com) ტექნიკური უზრუნველყოფა.
შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სერვისის მიმწოდებლის საკონტაქტო მონაცემები შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს. უახლესი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ მათ ოფიციალურ ვებ-გვერდებს.
დისტანციური იდენტიფიკაციის პროცესი ითვალისწინებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს და დინამიური სელფის გადაღებას, აღნიშნული ფოტოსა და სელფის ერთმანეთთან დადარებას და წარმოდგენილი დოკუმენტის მონაცემების შემოწმებას, რომლის საშუალებით, ბანკი რწმუნდება კლიენტის ვინაობასა და ნამდვილობაში, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ვალიდურობაში.
სერვისის მიმწოდებულის მიერ მიიღება ყველა სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიური ზომა მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მაღალი დაცულობის შიფრაცია, რათა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დამუშავებული რესურსი არ იყოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისათვის, მათ შორის, სასერვერო რესურსის მომწოდებლისთვის. ამასთან, ელექტრონული იდენტიფიკაციის სესიის ფარგლებში ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება ხორციელდება საშუალოდ 10 (ათი) წამის განმავლობაში, დამუშვების პროცესში ბიომეტრიულ მონაცემებზე წვდომა შეუძლებელია და იდენტიფიკაციის შედეგის მიღებისთანავე ბიომეტრიული მონაცემი იშლება იმგვარად, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია.
სხვა პერსონალური მონაცემების შენახვა ხორციელდება იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების მიზებისათვის, ბანკის ლეგიტიმური ინტერესების დაცვისთვის, მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
საბანკო სერვისების ფარგლებში საბანკო დოკუმენტაციის ელექტრონულად ხელმოწერის უზრუნველსაყოფად, ბანკში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, დანერგილია სპეციალური მოწყობილობის საშუალებით (Signify Pad) ელექტრონული ხელმოწერის შესრულების შესაძლებლობა, რომელიც წარმოადგენს ფიზიკურ დოკუმენტზე ხელმოწერის ალტერნატივას და აქვს სტანდარტული ხელმოწერის ანალოგიური იურიდიული ძალა.
ელექტრონული ხელმოწერის პროცესში გამოიყენება შპს „ენჯითი როქით სოლუშენს“-ის (შემდგომში - Signify) (ს/ნ 405432580; მისამართი: ჟ. შარტავას ქუჩა №40, თბილისი, საქართველო, საკონტაქტო მონაცემები: contact@signify.ge; მონაცემთა დაცვის საკითხებზე - privacy@signify.ge)
შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სერვისის მიმწოდებლის საკონტაქტო მონაცემები შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს. უახლესი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ მათ ოფიციალურ ვებ-გვერდებს.
სერვისის ფარგლებში, ელექტრონული ხელმოწერის მომენტში, ხელმოწერის დაფაზე (პადზე) ხორციელდება ხელმომწერი პირის ხელმოწერის (ქცევის) მახასიათებლების (დაწოლის ძალა, აჩქარება, ხელის მოძრაობა და ა.შ.) დაფიქსირება/დამახსოვრება და აღნიშნული ხელმოწერის დაკავშირება იმ ინფორმაციის შინაარსთან, რომელიც ხელმოწერის მომენტში გამოსახული იყო ხელმოწერის დაფაზე.
ხელმოწერისთანავე აღნიშნული მონაცემების შიფრაცია ხდება სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ გაცემული შიფრაციის უნიკალური გასაღებით და თითოეული დოკუმენტი დაშიფრული სახით ხვდება Signify-ს პლატფორმაზე. Signify ან მესამე პირი მოკლებულია შესაძლებლობას გაეცნოს ამ მონაცემებს ან ჰქონდეს წვდომა ხელმოწერის ბიომეტრიულ მონაცემებზე.
ქცევის (ხელმოწერის) მახასიათებლების დამუშავება ელექტრონული ხელმოწერის განუყოფელი ნაწილია და აუცილებელია ხელმოწერის ავთენტურობის დადგენისა და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს დოკუმენტისა და ხელმოწერის ექსპერტიზის შესაძლებლობას სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომში - ბიურო) მიერ.
ექსპერტიზის შემთხვევაში Signify-სთვის, სსგს-თვის და ბიუროსთვის ან მისი უფლებამონაცვლისთვის ცნობილი ხდება ხელმომწერი პირის პერსონალური მონაცემები და ხელმოწერილი დოკუმენტის შინაარსი.
შენიშვნა: ექსპერტიზის შემთხვევაში სსგს-თვის და ბიუროსთვის დამატებით ხელმისაწვდომი ხდება ხელმომწერი პირის ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემები*
პერსონალური მონაცემების შენახვა განახორციელება განაცხადის განხილვის/მომსახურების გაწევის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების პირობების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში ან/და იმ ვადით, რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ მიზნებს და ინტერესებს, მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
Signify სერტიფიცირებულია ISO/IEC 27001 ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტის მიხედვით და მის მიერ მიიღება ყველა სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიური ზომა მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მაღალი დაცულობის შიფრაცია.