ENG

პირადი ბანკირი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

10 ივლისი, 2024

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას დაგროვილი კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს  პირადი ბანკირის პოზიციაზე და გახდი #ჩვენიანი

ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი.

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
  • საკუთარი პირადი ბანკირის კლიენტების პორტფელის განვითარება დასახული ამოცანების შესაბამისად;
  • პორტფელში არსებული კლიენტების მოთხოვნილებების იდენტიფიკაცია/ანალიზი და მათთვის ბანკის და შვილობილი კომპანიების მიერ შემუშავებული პროდუქტების/ მომსახურებების შეთავაზება;
  • კლიენტების სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება;
  • საკუთარი სადეპოზიტო და სასესხო პორტფელის ხარისხის მართვა და შენარჩუნება;
  • პორტფელის სისტემატიური მონიტორინგი ბანკის მიერ დაწესებული შიდა პროცედურების მიხედვით;
  • საკუთარ პორთფელში არსებული მომხმარებლების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოება და პერიოდული განახლება;
  • პერიოდული ანგარიშების წარმოება ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება  (სასურველია ფინანსები, საბანკო საქმე, ეკონომიკა ან ბიზნეს ადმინისტრირება);
  • სავალდებულოა კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საოპერაციო ან საკრედიტო (საცალო ან ბიზნეს) მიმართულებით;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (როგორც წერილობით, ასევე ვერბალური). პრიორიტეტულია ინგლისური ენა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების  ცოდნა (MS Office: Word, Excel, PowerPoint)
  • საბანკო პროდუქტების საფუძვლიანი ცოდნა.

რას ველით შენგან?

  • მოტივაციას და მიზანდასახულობას;
  • გუნდურობას;
  • კომუნიკაბელურობას;
  • ორგანიზებულობას;
  • დეტალებზე ორიენტირებულობას;
  • გაყიდვების უნარს;
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარს;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარს.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2024 წლის 10 ივლისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.