ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ლიბერთი ბანკი აქტიურად მუშაობს გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე და მხარს უჭერს ინიციატივებს საზოგადოებრივი ინფორმირებულობის ამაღლებისთვის.
გარემოს დაბინძურება, პრევენცია და გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, ლიბერთი ბანკი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასშტაბის მქონე ბანკი, მაქსიმალურად ცდილობს საქმიანობის პროცესში ყურადღება გაამახვილოს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მოქმედ გარემოსდაცვით კანონმდებლობასა და სტანდარტებზე. ხსენებული მიზნის სრულყოფისთვის ლიბერთი ბანკში უკვე შეიქმნა გარემოსდაცვითი და სოციალური რისკის შეფასების მეთოდოლოგია, გარდა ამისა განხორციელდა გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის დოკუმენტის იმპლემენტაცია.
მდგრადი განვითარება ლიბერთი ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია, სწორედ ამიტომ ჩვენ შევუერთდით მდგრადი განვითარების მიზნებს და წარმატებით ვახორციელებთ მათ დანერგვას ჩვენი ოპერირების პროცესში. კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ლიბერთი ბანკი გეგმავს მეტი ინვესტიციების განხორციელებას განახლებადი ენერგიისა და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნეს სუბიექტებში. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ ავამაღლოთ ჩვენი დასაქმებულების ცნობიერება გარემოსდაცვითი და სოციალური კუთხით, რათა თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, რომ მისი უფლებაა ცხოვრობდეს საკუთარი ჯანმრთელობისთვის უვნებელ და ჯანსაღ გარემოში.
გარემოსდაცვითი და სოციალური რისკის მართვის პოლიტიკა