ENG
ინფორმაციული უსაფრთხოება

დაიცავით თქვენი ინფორმაციული აქტივები თაღლითური სქემებისგან

ინფორმაციული უსაფრთხოება ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევაა თანამედროვე მსოფლიოში. 
 
ბოლო ათწლეულების ტექნოლოგიურმა პროგრესმა საგრძნობლად გაამარტივა თანამედროვე ადამიანის ყოველდღიური ყოფა.
დღეს, სმარტფონზე თითის დაჭერით შესაძლებელია ფინანსური აქტივების მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაგზავნა და ვიდეო ზარის მეშვეობით, რეალურ დროში საკონფერენციო ზარების განხორციელება უცხოელ პარტნიორებთან.
ასეთი არნახული ტემპებით მზარდი ციფრული ტექნოლოგიები, კომფორტულ სერვისებთან ერთად აჩენს ახალ შესაძლებლობებს თაღლითებისთვის, რომელთა მიზანი სხვების პირად ინფორმაციაზე წვდომის დაუფლებაა. 
 
ამ გვერდზე არსებული რეკომენდაციები დაგეხმარებათ თაღლითური სქემებისგან თავის დაცვაში. რჩევების გათვალისწინებით, თქვენ საგრძნობლად შეამცირებთ თქვენი პირადი ინფორმაციის არასანქცირებული გამჟღავნების რისკს და ასეთი შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, მზად იქნებით სათანადოდ რეაგირებისთვის. 
 
თუ თაღლითებმა თქვენი ან სხვის ინფორმაციაზე წვდომა მოიპოვეს, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაგვირეკოთ: 0322555500

ინტერნეტ უსაფრთხოების წესები მოკლედ: 

უსაფრთხო პაროლის შექმნა


უსაფრთხო პაროლის შექმნისას შეგიძლიათ გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები :
 
- პაროლის მინიმალური სიგრძე უნდა იყოს - 9 სიმბოლო
- უნდა შეიცავდეს პატარა ასოებს (a-z)
- უნდა შეიცავდეს (მინიმუმ ერთ) დიდ ასოებს (A-Z)
- უნდა შეიცავდეს (მინიმუმ ერთ) ციფრებს (0-9)
 
ასევე რეკომენდირებულია  შეიცავდეს მინიმუმ ერთ სპეციალურ სიმბოლოს (! @ # $ % ^ & * ( ) { } [ ])
 
ბოროტმოქმედები ხშირად ატარებენ კვლევას თავიანთი სამიზნის შესახებ, რის შედეგადაც ეუფლებიან ჩვენ მონაცემებს: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი. . . აქედან გამომდინარე უსაფრთხოების დონის ასამაღლებად ჩვენი პაროლი/კოდური სიტყვა არავითარ კავშირში არ უნდა იყოს ჩვენ პირად ინფორმაციასთან/ცხოვრებასთან. 

საბანკო ბარათების უსაფრთხოება

 

  • ახალი საბანკო ბარათის მიღებისას გადაამოწმეთ კონვერტის მთლიანობა, რომელშიც მოთავსებულია ბარათი და პინ-კოდი 
  • ბარათის პინ კოდი, ნომერი, ვადა, CVV2/CVC2 კოდი არის კონფიდენციალური და ცნობილია მხოლოდ თქვენთვის
  • არ გაანდოთ თქვენი  პინ კოდი და CVV2/CVC2 კოდი სხვა ნებისმიერი პირს, მათ შორის ბანკის თანამშრომელს 
  • შეცვალეთ პინ კოდი ბარათის პირველი მოხმარებისას და გაანადგურეთ პინ კონვერტი
  • პინ კოდის ცვლილებისას, არ გამოიყენოთ ადვილად გამოსაცნობი კომბინაცია. მაგ.: თქვენი დაბადების წელი, 1111, 1234 და ა.შ.
  • არ ამოიწეროთ პინი, არ დაიტანოთ ინფორმაცია პინის შესახებ ბარათზე
  • რეგულარულად გადაამოწმეთ თქვენი ამონაწერი ინტერნეტ ბანკის/მობაილ ბანკის საშაულებით ან მიმართეთ ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრს ამონაწერის მოთხოვნით
  • რეგულარულად განაახლეთ ბანკში თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია
  • გაააქტიურეთ მობაილ და სმს ბანკინგის მომსახურება დროის რეალურ რეჟიმში ბარათით განხორციელებული ოპერაციის ან/და ოპერაციის მცდელობის გასაკონტროლებლად
  • ძველი ბარათის ახლით ჩანაცვლებისას ყოველთვის ფიზიკურად გაანადგურეთ ძველი ბარათი ბანკის სერვის ცენტრშივე. 


ბარათის გამოყენება ბანკომატში

  • დააკვირდით არის თუ არა ბანკომატზე თქვენი ბარათის შესაბამისი საგადამხდელო სისტემის ლოგო
  • ბანკომატით თანხის განაღდებისას დააკვირდით რიდერს და პინ კლავიატურას,  უცხო სხეული ხომ არ არის დამაგრებული
  • დააკვირდით თქვენს უკან მდგომ პირს, რომ მისთვის არ გახდეს ცნობილი თქვენი პინი
  • პინის აკრეფისას ხელი დააფარეთ პინ კლავიატურას, ეს დაგიცავთ პინის გამჟღავნებისგან თუ ბანკომატზე დამაგრებულია უცხო კამერა

 

ბარათის გამოყენება ინტერნეტ საიტებზე

  • მოითხოვეთ Verified by Visa / MasterCard Secure Code  სერვისის გააქტიურება რომ შეძლოთ ინტერნეტში უსაფთხოდ ანგარიშსწორება 
  • დარწმუნდით რომ მესამე პირს არ აქვს წვდომა იმ მოწყობილობაზე სადაც ხელმისაწვდომია თქვენი 3D უსაფთხოების კოდი 
  • გამოიყენეთ პაროლი იმ მოწყობილობისთვის სადაც შესაძლებელია ხელმისაწვდომი იყოს თქვენი 3D უსაფთხოების კოდი
  • ყოველთვის გადაამოწმეთ საიტის დასახელება სადაც აპირებთ ბარათის მონაცემების შეყვანას. ყალბი საიტების მისამართი მხოლოდ 1 ან რამოდენიმე სიმბოლოთი განსხვავდება რეალურისგან
  • ბარათის მონაცემების საიტზე შეყვანისას დააკვირდით რომ დაცულ საიტზე ხართ. დაცულ გვერდს აქვს ბოქლომის ნიშანი და იწყება ასე: https://
  • არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები საერთო მოხმარების კომპიუტერზე
  • არ შეინახოთ საიტებზე ბარათის მონაცემები
  • ყიდვის ოპერაციის განხორციელების შემდეგ ინტერნეტ მაღაზიის ანგარიშიდან წაშალეთ დამახსოვრებული ბარათების მონაცემები
  • ყიდვის ოპერაციის დასრულების შემდეგ  საიტზე გააკეთეთ LOG OUT
  • ბარათის გამოყენება სავაჭრო ობიექტებში
  • არ გადააგზავნოთ თქვენი ბარათის მონაცემები (ბარათის ნომერი, ვადა, CVV2) ელექტრონული ფორმით (დასკანირებული, ელექტორნული ფოსტის ან სხვა მეთოდის გამოყენებით)
  • თუ თქვენ გარკვეული მიზეზების გამო ვერ იცავთ ბარათის უსაფრთხოების წესებს ინტერნეტ ვაჭრობისათვის, გამოიყენეთ ცალკე ბარათი, სადაც ხელმისაწვდომი გექნებათ თანხის შეზღუდული მოცულობა.

 

ბარათის გამოყენება სავაჭრო ობიექტებში

 

  • არ გაატანოთ ბარათი  საანგარიშსწორებოდ ობიექტის მომსახურე პერსონალს
  • მოითხოვეთ პოს ტერმინალის ადგილზე მოტანა
  • დარწმუნდით რომ ტრანზაქციის დასრულების შემდეგ ბარათი დაგიბრუნდათ
  • გადაამოწმეთ გადასახდელი და პოს ტერმინალზე მითითებული თანხა
  • გადაამოწმეთ რომ პოს ტერმინალზე არ იყოს დამაგრებული უცხო სხეულები
  • ბარათით ანგარიშსწორებისას დააკვირდით რომ მომსახურე პერსონალი არ ახდენს თქვენი ბარათის გატარებას სხვა მოწყობილობაში ან არ ახდენს თქვენი მონაცემების ჩანიშვნას.


! დაუყოვნებლივ დაბლოკეთ ბარათი სერვის ცენტრის, ქოლ ცენტრის ან ინტერნეტ ბანკინგის მეშვეობით თუ:

  • თქვენს ბარათზე დაფიქსირდა ოპერაცია რომელიც თქვენს მიერ არ არის განხორციელებული 
  • თქვენ დაკარგეთ ბარათი, ან ეჭვი გაქვთ რომ დროის გარკვეულ პერიოდში თქვენი ნებართვის გარეშე შესაძლოა ხელმისაწვდომი იყო სხვისთვის
  • თქვენ შენიშნეთ რომ ზემოთ მოცემულიდან დარღვეული იყო რომელიმე უსაფრთხოების ნორმა.

 

 

სმარტფონების უსაფრთხოება


სმარტფონების უსაფრთხოება - დაიცავით უსაფრთხოების წესები პირად სმარტფონებზე. ასე თქვენ პირად ინფორმაციასაც უკეთ დაიცავთ.
 
გაითვალისწინეთ :

- დაიცავით სმარტფონი PIN-ით ან Fingerprint-ით. PIN არის დაცვის უფრო ეფექტური საშუალება ვიდრე Pattern.

- დააყენეთ ანტივირუსი სმარტფონზე სანდო მწარმოებლისგან

- აპლიკაციები დააყენეთ ანდროიდზე მხოლოდ Google Play-დან, ხოლო iPhone-ზე მხოლოდ Apple App Store-დან

- არ დააყენოთ აპლიკაციები, რომლებიც ითხოვენ საეჭვოდ ბევრ წვდომას თქვენს ტელეფონში

- დააყენეთ უსაფრთხოების განახლებები და განაახლეთ აპლიკაციები. 

- არ მიუერთდეთ საეჭვო Wi-Fi ქსელებს

- არ დატოვოთ Bluetooth ჩართული

ელექტრონული ფოსტით მუშაობის რეკომენდაციები


დღესდღეისობით ფაქტობრივად ყოველდღე იგზავნება მილიონობით Phishing (ფიშინგი) მეილი სხვადასხვა მისამართებიდან, რომლის მიზანი ჩვენი პირადი ინფორმაციის დაუფლებაა. 
 
თავის დასაცავად გირჩევთ: 

- არ გახსნათ და არ უპასუხოთ თქვენთვის უცნობი/გაუგებარი გამომგზავნისგან მიღებულ შეტყობინებებს.  
 
- არ გახსნათ მიბმული ფაილები, თუ არ ხართ დარწმუნებული მათ შინაარსში  
 
- გასათვალისწინებელია ისიც, რომ რიგ შემთხვევაში ბოროტმოქმედები აყალბებენ გამომგზავნის მისამართსაც და უთითებენ მომხმარებლისათვის ნაცნობ პიროვნებას ან ორგანიზაციას. დააკვირდით წერილის შიგთავსს, თუ რაიმე საეჭვოდ მოგეჩვენათ, ნუ გახსნით წერილზე მიმაგრებულ დოკუმენტს ან ბმულს.
 
- ყოველთვის დეტალურად შეამოწმეთ მისამართი სადაც აგზავნით ელექტრონულ შეტყობინებას ან  საიდანაც იღებთ მას.
 
ელექტრონული ფოსტა შეიძლება იქნას მიმსგავსებული რეალურს 

- გთავაზობთ  მაგალითს:  Name@Example.com და Name@Examp1e.com 

პირველი დანახვით ფაქტობრივად შეუძლებელია შეცდომის აღმოჩენა, მაგრამ დაკვირვების შემდეგ შეგვიძლია გამოვააშკარაოთ არასწორი/ბოროტმოქმედის მიერ შექმნილი მისამართი “Name@Examp1e.com ” სადაც “L” ასო შეცვლილია ციფრი „1“ ით.

ფიშინგი


ფიშინგი არის გაყალბებული წერილი,რომელიც სანდოდ გამოიყურება და მიზნად მომხმარებლის შეცდომაში შეყვანასა და ინფორმაციის მოპარვას ან კომპიუტერში შეღწევას ისახავს. 

მსგავსი წერილებისთვის დამახასიათებელია სამსახურეობრივი, მიმზიდველი, ამაღლვებელი ან სკანდალური სათაურები. მაგალითდ:

- ბაზების დავარდნის გამო, გთხოვთ ინფორმაცია გადმოგვიგზავნოთ ელ.ფოსტით საჩქარაოა

- თქვენი მომხმარებელი გატეხილია, პაროლის შესაცვლელად გთხოვთ გადახვიდეთ მოცემულ ლინკზე.

ხშირად მსგავს მეილებში ითხოვენ მითითებულ ბმულზე ან ვებგვერდზე გადასვლას, თუმცა ბმულები რეალურად მავნეა და მასზე გადასვლით კომპიუტერი დაინფიცირდება.
მსგავსი ბმულების გამოაშკარავება საკმაოდ მარტივია - მაუსის ისარი მიიტანეთ ბმულთან და წამიერად გააჩერად,რის შემდეგაც სისტემა გამოაჩენს რეალურ მისამართს :
 
 
მსგავსი მისამართები ხშირად შეიცავენ რიცხვებს, არასწორ დასახელებას (მაგ.Examp1e და არა Example) და აქვთ უცნაური ბოლოსართები (ex.com, ucoz.net, install?=ex და ა.შ).
ფიშინგ მეილებს ასევე შეიძლება მოყვებოდეს თანდართული ფაილები, რომლებშიც მავნე პროგრამაა შეფუთული, მავნე პროგრამის ჩასმა Word-ის, Excel-ის, Power Point-ისა და PDF ფაილებშიც შეიძლება.

უსაფრთხო საიტები


უსაფრთხო საიტები  - ინტერნეტ სივრცის გამოყენებისას, ჩვენსა და ვებ-რესურსს შორის მიმდინარეობს ინფორმაციის მიმოცვლა. გადაცემული ინფორმაცია შესაძლოა მოიცავდეს: მომხმარებელს და პაროლს, საბარათე ინფორმაციას, პირად ნომერს და სხვა პერსონალურ და კონფიდენციალურ ინფორმაციას.
იმისათვის რომ დავრწმუნდეთ გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაში, ყურადღება მიაქციეთ ვებ-საიტის მისამართს და გამოყენებულ სერტიფიკატს.
ვებსაიტის მისამართი უნდა იწყებოდეს https პრეფიქსით და არა http. 
https ნიშნავს იმას რომ ჩვენსა და ვებ-საიტს შორის გაცვლილი ინფორმაცია დაშიფრულია სპეციალური სერტიფიკატით. როგორც წესი, HTTPS (დაცულ) ვებსაიტებს მისამართის ზოლზე გამოსახული აქვთ ბოქლომი.
 
დაცული ვებგვერდის მაგალითია https://
დაუცველ ვებგვერდს მისამართის ზოლში უწერია Not Secure