ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
გააგრძელე დისტანციურად ლიბერთი ბანკის სოციალური ტიპის ბარათზე პინ-კოდის ვადა
ბანკში ვიზიტის გარეშე, დისტანციურად გააგრძელეთ სოციალური ტიპის ბარათზე პინ კოდის ვადა.
სოციალური ტიპის ყველა ბარათზე შესაძლებელია პინ კოდის ვადის გაგრძელება დისტანციურად, ბანკში ვიზიტის გარეშე. პინ კოდის ვადის გაგრძელების პროცესის გავლას შეძლებენ მხოლოდ ის მომხმარებლები, რომლებსაც აქვთ ID ბარათი ან ბიომეტრიული პასპორტი. პროცესის გასავლელად საჭიროა ვიდეო კამერით აღჭურვილი ნებისმიერი სმარტფონი, ან კომპიუტერი.
პინ კოდის ვადის გაგრძელება მარტივია, გადადით ბმულზე https://pinreset.lb.ge/auth და მიჰყევით ინსტრუქციას.
ნაბიჯი 1:
პირველ ეტაპზე, საჭიროა ბარათის მფლობელმა სისტემაში მიუთითოს პირადი ნომერი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი (ვალიდური დოკუმენტის ტიპს წარმოადგენს მხოლოდ ID ბარათი, ან ბიომეტრიული პასპორტი. იმ შემთხვევაში, თუ ბანკში დაფიქსირებული გაქვთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი სხვა ნომრით, ამ შემთხვევაში ვერ ისარგებლებთ დისტანციურად პინ-კოდის ვადის გაგრძელებით).
ნაბიჯი 2:
პირადი მონაცემების დამუშავებაზე დათანხმების შემდგომ, საჭიროა მობილური ნომრის ვერიფიკაცია. მითითებულ მობილურ ნომერზე ერთჯერადად მიიღებთ 4 ციფრიან კოდს, რომლითაც სისტემაში დაადასტურებთ თქვენი ტელეფონის ნომერს.
ნაბიჯი 3:
იმისთვის, რომ იდენტიფიკაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს, საჭიროა ბიომეტრიული იდენტიფიკაციის გავლაც, რაც გულისხმობს თქვენი სმარტფონით ან კომპიუტერის ვიდეო კამერით ფოტოს გადაღებას. პროცესის გავლა საჭიროა მოწოდებულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ ფოტოსურათთან შედარებისთვის.
ნაბიჯი4:
ბიომეტრიული იდენტიფიკაციის პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება თქვენს სახელზე არსებული სოციალური ბარათის ბოლო 4 ციფრი და ბარათის ფოტო. თქვენ თავად მონიშნავთ ბარათს და დაადასტურებთ სოციალური ტიპის ბარათზე პინ-კოდის ვადის 12 თვით გაგრძელებას.
პროცესის დასრულების და ვადის გაგრძელების დამადასტურებელი ტექსტიც მყისიერად გამოგიჩნდებათ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ლიბერთის დისტანციური მომსახურების სატელეფონო ცენტრს ნომერზე:
032 2 55 55 00