ENG

პროექტის მენეჯერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

27 სექტემბერი, 2024

აღწერა

შემოუერთდი ჩვენს გუნდს რისკების პროექტების მართვისა და მოდელირების დეპარტამენტის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე და გახდი ჩვენიანი!

ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, პროცესების ოპტიმიზაციის განყოფილება.

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებული ბიზნეს პროცესების ანალიზი. - მონაცებების შეგროვება და დამუშავება ეფექტურობის, მომგებიანობის და მომსახურების ხარისხის გაზრდის მიზნით;
  • ბანკის შიდა მომხმარებლების მოთხოვნების იდენტიფიცირება/ანალიზი, ოპტიმალური გადაწყვეტის შეთავაზება როგორც მოთხოვნების ტექნიკური რეალიზების კუთხით, ასევე პროცესების ოპტიმიზაციის და ავტომატიზაციის კუთხით;
  • პროცესების ავტომატიზაციის და ოპტიმიზაციის კუთხით IT პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. პროექტის შემდგომი განვითარების მიზნით, გუნდთან ერთად ბიზნეს მოთხოვნების დოკუმენტის შემუშავება, ინფორმაციული ტექნოლოგიური დეპარტამენტისთვის გაზიარება;
  • შესრულებული ტექნიკური დავალებების ტესტირებისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობა;
  •  რისკების მიმართულების ყველა საბანკო პროცესის პროექტებში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საბანკო სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია პროექტების მართვის ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში);
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2024 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.