ENG

საბარათე ოპერაციების განყოფილების უფროსი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

04 ოქტომბერი, 2024

აღწერა

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი ჩვენიანი!

ბარათებისა და გადახდების დეპარტამენტში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს საბარათე ოპერაციების განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა - სათავო ოფისი; ბარათებისა და გადახდების დეპარტამენტი.

ძირითადი მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული გუნდის წევრების საქმიანობის კოორდინაცია/მართვა;
  • ახალი პროდუქტებისა და სტანდარტების შესწავლა, გუნდის წევრებთან გავლა/გაცნობა;
  • გუნდის წევრების მოკლევადიანი სამუშაო მიზნების განსაზღვრა და კოორდინაცია, დადგენილი პროცედურების შესრულების მონიტორინგი და დარღვევებზე ოპერატიული რეაგირება;
  • დაქვემდებარებული გუნდის წევრების შეფასება და განვითარების გეგმის შედგენა;
  • მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;
  • პროცესინგის გამართულად ფუნქციონირებისა და მონიტორინგის მიზნით კრიტერიუმების შექმნა და მუდმივი მონიტორინგი;
  • დეპარტამენტის უფროსისთვის განყოფილების  სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ პროექტების წარდგენა განსახილველად;
  • საბარათე ოპერაციების განყოფილებაში შემავალი შემდეგი მიმართულებების მართვა/კოორდინაცია და მონიტორინგი:
    • საგადამხდელო სისტემასთან ფინანსური ანგარიშწორება;
    • ყოველთვიური/კვარტალური რეპორტინგის კონტროლი;
    • შიდა კონტროლების გაუმჯობესების შესახებ წინადადებების მომზადება;
    • დეპარტამენტში შემოსული მოთხოვნების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საბანკო საფინანსო მიმართულებით;
  • მინიმუმ 4  წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში;
  • საგადამხდელო სისტემების რეგულაციების ცოდნა;
  • საგადახდო ბარათების შესახებ დებულების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცონდა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პრობლემის დაიდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
  • სტრატეგიული აზროვნება;
  • გუნდურობა;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2024 წლის 4 ოქტომბრის  ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.