ENG

არქივარიუსი - რუსთავი

ადგილმდებარეობა

ქვემო ქართლი

სამუშაო საათები

ბოლო ვადა

12 ივლისი, 2024

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას არქივარიუსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა:  რუსთავი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბანკის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საარქივო დოკუმენტების დაცვა და საქმეების გაფორმება;
  • გადაცემული საარქივო დოკუმენტების აღრიცხვის ფორმის შექმნა და შევსება;
  • საარქივო დოკუმენტების ამოღება და მათი გადაცემა შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე;
  • დოკუმენტების შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, არქივში დაცული ვადაგასული საბუთების განადგურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობა
  • დეტალებისადმი ყურადღება

საყურადღებოა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია მოიაზრებს მივლინებებს რეგიონის მასშტაბით (გარდაბანი, დმანისი, ბოლნისი, წალკა, თეთრიწყარო, მარნეულის რეგიონალური არქივები)

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@lb.ge 2024 წლის 12 ივლისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქი/რაიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.