ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაო საათები
სტანდარტული
ბოლო ვადა
25 ნოემბერი, 2024
აღწერა
აცხადებთ ვაკანსიას ფინანსური ანალიზისა და სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტში ფინანსური ანალიზის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი ჩვენიანი!
ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, ფინანსური ანალიზისა და სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტი
ძირითადი მოვალეობები:
- გუნდის ლიდერობა და მენეჯმენტი:
- გუნდის ხელმძღვანელობა და მათ სამუშაოს გადახედვა;
- ანალტიკისოესბის წინამძღოლობა და მენტორობა, მუდმივად სწავლის და პროფესიული განვითარების კულტურის ხელშეწყობა;
- ინდუსტრიაში საუკეთესო მეთოდების გაზიარება და გუნდის საერთო კომპეტენციის ამაღლება;
- გუნდის მიზნების და ხედვების დასახვა, რომელიც თანხვედრაშია ბანკის სტრატეგიულ ხედვასთან.
- ბანკის ფინანსური მეთოდოლოგიების (FTP & Opex Allocation) ხელმძღვანელობა და მართვა;
- მენეჯმენტთან ბანკის ფინანსური შედეგების წარდგენა;
- ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი;
- პროდუქტების მომგებიანობის დათვლა და ანალიზი;
- ფინანსური რჩევების და ხედვების გაზიარება, საფუძვლიან ანალიზზე დაყრდნობით, მენეჯმენტსა და ბანკის CFO-სთან;
- არსებული პროცესების გაუმჯობესება/ოპტიმიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ფინანსური ანალიზის ეფექტურობას და სისწორეს.
სალიფიკაციო მოთხოვნები და პროფესიული უნარები:
- საბანკო ინდუსტრიის და მისი ფინანსების ცოდნა;
- უმაღლესი განათლება, საბანკო-საფინანსო მიმართულებით;
- გუნდის მართვის გამოცდილება ფინანსური ანალიტიკის და მოდელინგის მიმართულებით;
- ფინანსური აღრიცხვა, ფინანსური ანალიზი, საოფისე პროგრამების პროფესიული დონე;
- CFA სერტიფიკატის (ან CFA კანდიდატურის) ქონა განიხილება უპირატესობად;
- Power BI და SQL გამოცდილება განიხილება უპირატესობად;
- სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი საბანკო ფინანსების მიმართულებით.
პიროვნული უნარები:
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი; (შესაძლებლობა რომ გადმოსცეს კომპექსური ფინანსური ინფორმაცია არაფინანსისტ წარმომადგენლებთან)
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინიციატორი.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@lb.ge 2024 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.