ENG

განვადების ჯგუფის უფროსი - თელავი

ადგილმდებარეობა

კახეთი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

05 დეკემბერი, 2024

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას კახეთის რეგიონში განვადების ჯგუფის უფროსის  პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თელავი

ძირითადი მოვალეობები:

  • გეგმების გაწერა და შესრულებაზე მონიტორინგი;
  • განვადების მენეჯერების სამუშაო დღეების და საათების გაწერა და მონიტორინგი;
  • განვადების მენეჯერებისათვის ლოკაციის შერჩევა და საჭიროებისამებრ, მათი როტაცია;
  • სამეურნეო ტექნიკის დაკვეთა;
  • რეგიონის ჭრილში საჭირო ვაკანსიების დაკვეთა;
  • კანდიდატების სტაჟირების პროცესის ორგანიზება;
  • რეგიონის ჭრილში პარტნიორების კომპანიების მოძიება და ხელშეკრულების გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვები/საკრედიტო მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • სასურველია: მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

უნარები:

  • სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდურობა;
  • ორგანიზებულობა.

ანაზღაურება განისაზღვრება: კანდიდატის კვალიფიკაციის და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2024 წლის 5 დეკემბრის  ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება:ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.