ENG

სტაჟირება იურიდიული მიმართულებით

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

არასტანდარტული

ბოლო ვადა

19 ივლისი, 2024

აღწერა

                 

ვაცხადებთ  სტაჟირებას ლიბერთი ბანკის  იურიდიულ დეპარტამენტში.

ადგილმდებარეობა - თბილისი,  ილია ჭავჭავაძის გამზირი 74 , ლიბერთი ბანკის სათავო ოფისი

ჩვენთან დაგხვდება:

  • ჯანსაღი და კომფორტული სამუშაო გარემო და ურთიერთობები,
  • გამოცდილი პროფესიონალების გუნდი,
  • სწავლის პროცესის ხელშეწყობა / მორგებული სამუშაო გრაფიკი,
  • მენტორი, რომელიც სტაჟირების პერიოდში გაგიწევს მხარდაჭერას, გაგიზიარებს ცოდნასა და გამოცდილებას და დაგეხმარება პროფესიულ განვითარებაში.

სტაჟირების პერიოდში  სრულად იქნები ჩართული  იურიდიული დეპარტამენტის სამუშაო პროცესებში, რაც გულისხმობს:

  • განცხადებების შედგენას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებთან წარსადგენად;
  • თანამშრომლობას საგამოძიებო ორგანოებთან და მონაწილეობის მიიღებას მტკიცებულებათა დათვალიერებაში ან სხვა ნებისმიერ საგამოძიებო მოქმედებაში;
  • საგამოძიებო ორგანოდან მიღებული მიმართვის/განჩინების საფუძველზე  ბანკის შესაბამისი დეპარტამენტებისგან სრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოძიება და საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემის უზრუნველყოფა;
  • პროცესუალური დოკუმენტებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საბუთების მართვის მაღალი ეფექტურობის მქონე სისტების შექმნის უზრუნველყოფა;
  • დავის საგანთან დაკავშირებით საკანონმდებლო მოკვლევის ჩატარება შესაბამისი მარეგულირებელი კანონის გამოყენების მიზნით და სამართალწარმოების წარმართვის მიზნით მოთხოვნის შედგენა, განცხადება, სარჩელი, საქმის აღძვრა და ა.შ;
  • მონაწილეობის მიიღება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში და საჭიროების შემთხვევაში  მიღბული გადაწყვეტილებების გასაჩივრება;
  • სისტემატიურად  საკანონმდებლო სიახლეების იდენტიფიცირების უზრუნველყოფა, სასამართლო პრაქტიკის ანალიზი და ბანკის შესაბამის დეპარტამენტებს აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ბანკის სხვა დეპარტამენტებისა და დანაყოფებისთვის სამართლებრივი დასკვნების მიწოდების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • განათლება - იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-4 კურსის სტუდენტი ან ბაკალავრის მქონე;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • Microsoft Office-ის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა.
  • გუნდური მუშაობის უნარები;

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდგომ, განიხილება სრულ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობა.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  career@libertybank.ge  2024 წლის 19 ივლისის ჩათვლით.  

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება:ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავსპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომშიკანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.