ENG

ფინანსური ანალიტიკოსი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

20 სექტემბერი, 2024

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი, საცალო და საბითუმო ოქროს ლომბარდის დეპარტამენტი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბითუმი ლომბარდის კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა და სრული ფინანსური ანალიზის ჩატარება;
  • პროექტის მომზადება საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენად;
  • საკრედიტო პორტფელზე ფინანსური მონიტორინგის ჩატარება;
  • კლიენტებთან მოთხოვნების იდენტიფიცირება და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება.
  • ოქროს სალომბარდე კომპანიების მიერ ყოველდღიურად გამოგზავნილი პორტფელური ინფორმაციის  მონიტორინგი/ანალიზი.
  • მიღებული ინფორმაციის გადამოწმება ბანკში დაგირავებული ქვეკლიენტთა სასესხო ვალდებულებების ჭრილში, ამ ქვესესხების ლიმიტების კონტროლი და მათი შესაბამისობის კონტროლი საკრედიტო ხელშეკრულების პირობებთან.
  • საკრედიტო პორტფელის მართვა;
  • ექსპერტ შემფასებელთა მიერ არსებული პორტფელების ყოველდღიური კონტროლი;
  • ბანკსა და კლიენტებს შორის პორტფელური ინფორმაციის გაცვლის მიზნით არსებული პროგრამული ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის კონტროლი და ზედამხედველობა.
  • ბითუმი ოქროს კლიენტების ბანკში არსებული დავალიანების მიწოდება სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება,ან დამა საბანკო/საფინანსო მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება ფინანსური  მიმართულებით;
  • გამოცდილება ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით  ( MSME)
  • ფინანსური აღრიცხვა, ფინანსური ანალიზი, საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება:ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავსპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომშიკანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.