ENG

საცალო სესხების საკრედიტო რისკების უმცროსი რისკ მენეჯერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

არასტანდარტული

ბოლო ვადა

23 სექტემბერი, 2024

აღწერა

შემოუერთდი ჩვენს გუნდს საცალო სესხების საკრედიტო რისკების უმცროსი რისკ მენეჯერის პოზიციაზე და გახდი ჩვენიანი!

 ადგილმდებარეობა : თბილისი,სათავო ოფისი, (საცალო და ავტომატური საკრედიტო პროდუქტების რისკების ანალიზის განყოფილება)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფიზიკური პირი კლიენტების მომსახურე საკრედიტო მენეჯერების/ოპერატორების მიერ წარმოდგენილ საკრედიტო ფაილის (სამოხმარებლო სესხი, ოვერდრფატი საკრედიტო ბარათი, განვადება) ანალიზის ჩატარება,  მათ შორის, ისეთი მოვალეობების შესრულება როგოროცაა:​

    • სასესხო განაცხადისა და თანდართულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის სიზუსტის და ადექვატურობის შემოწმება;  

    • ძირითადი რისკების (გადახდისუნარიანობის, გირაოს, მიზნობრიობის, კლიენტის შემოსავლების/ოჯახის შემოსავლების სტაბილურობის და სხვა)  განსაზღვრა,  რომლებიც გავლენას ახდენენ კლიენტის გადამხდელუნარიანობაზე.

  •  ხელმძღვანელთან  საკითხის შეთანხმება და პოზიციის მიხედვით (თუ დადებითია) საკრედიტო კომიტეტის ოქმის დროული, უშეცდომო და ზუსტი ფორმულირება და ხელმოწერა, ყველა სესხზე, რომელზეც კომიტეტის მიერ გამოტანილი იქნა დადებითი გადაწყვეტილება. მათ შორის ისეთი მოვალეობების შესრულებაც როგორიცაა:

    • კომიტეტის ოქმის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბება;  

    •  დამტკიცების პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან (იურიდიული, საცალო სესხების, კორპორატიული, საკრედიტო ადმინისტრირების და სხვა განყოფილებები) ოქმის ტექსტის შეთანხმება;  

    • ფიზიკური ხელმოწერის არსებობის შემთხვევაში ოქმის ხელმოწერის უზრუნველყობა და ხელმოწერილი ოქმის შესაბამისი სტრუქტურებისთვის მიწოდება.

  • უშუალო ხელმძღვანელობას პირადი ზედამხედველობის ქვეშ არსებული საკრედიტო პორტფელის   მდგომარეობის შესახებ ანგარიშგების მიწოდება,  მათ შორის ისეთი მოვალეობების შესრულებაც როგოროცაა:

    • უშუალო ხემლძღვანელობის დავალებით, პორტფელის მდგომარეობის ამსახველი სხვადასხვა ტიპის რეპორტების კონსოლიდაცია.

სამუშაო გრაფიკი:

კვირაში 48 საათი (შესვენების გათვალისწინებით)

  • ორშაბათი - პარასკევი 10:00 დან 19:00 მდე. შაბათი 10:00 დან 15:00 მდე.
  • უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სტანდარტულ დასვენების დღეებში მუშაობის შემთხვევაში - ანაზღაურდება სამუშო დღეებში დასვენებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • კომპიუტერული / საოფისე პროგრამების კარგ დონეზე ფლობა;
  • სასურველია საკრედიტო  მიმართულებით მუშაობის  გამოცდილება.

უნარები:

  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმართვის და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • სამუშაო დროის დაგეგმვისა და მართვის უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2024 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.