ENG

იურისტი- საკრედიტო მხარდაჭერის მიმართულებით

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

01 ოქტომბერი, 2024

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

 ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, იურიდიული დეპარტამენტი, საკრედიტო მხარდაჭერის განყოფილება.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკის საკრედიტო საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • მოქმედ/ახალ საკრედიტო პროდუქტთან დაკავშირებული სტანდარტული და არასტანდარტული ხელშეკრულების, ასევე სხვა სამართლებრივი დოკუმენტის ანალიზი და შედგენა;
  • სამართლებრივი დასკვნის მიწოდება ბანკის ბიზნეს საქმიანობასთან, ხელშეკრულებებთან ან სხვა სამართლებრივ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით;
  • კორპორატიული საბანკო საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა, სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში, ბანკის ინტერესების წარმოდგენა კლიენტებთან და კომპანიონებთან მოლაპარაკებებში;
  • საკანონმდებლო სიახლეების იდენტიფიცირება და საკრედიტო საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების რეგულაციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • ბანკის სხვა დეპრატამენტებისა და დანაყოფების სამართლებრივი კონსულტაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება, სასურველია მაგისტრატურის ხარისხი;
  • მინ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება სხვა ბანკში/ფინანსურ ინსტიტუტში სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
  • საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსის და ეროვნული ბანკის რეგულაციების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2024 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება:ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.