ENG

მომსახურების სტანდარტიზაციის მართვის ჯგუფის სპეციალისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

15 ნოემბერი, 2024

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას მომსახურების სტანდარტიზაციის მართვის ჯგუფის სპეციალისტის  პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, საოპერაციო დეპარტამენტი, წინა ხაზის მომსახურების სტანდარტიზაციის განყოფილება.

ძირითადი მოვალეობები: 

  • ბანკის მომსახურე ერთეულებში მონიტორინგის მიზნით გეგმიური და არაგეგმიური ვიზიტების განხორციელება;
  • შესრულებული ბიზნეს პროცესების/პროდუქტების შეთავაზებების  მონიტორინგის მიზნით გეგმიური და არაგეგმიური ვიზიტების განხორციელება;
  • განხორციელებული ვიზიტების შედეგების აღრიცხვა, ბანკში შემუშავებული შეფასების ფორმების შესაბამისად;
  • განხორციელებული ვიზიტების შედეგების შესახებ შეფასების ფორმების/შემაჯამებელი დასკვნის მომზადება/წარდგენა;
  • ჯგუფთან ერთად სამუშაო პროცესების განხილვა/ანალიზი;
  • განხორციელებული ვიზიტების შედეგების შემაჯამებელ დასკვნაში დაფიქსირებული პრობლემების/ხარვეზების აღმოფხრა,  რეკომენდაციების გაცემა;
  • გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინების კონტროლი/უკუკავშირი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
  • ეროვნული ბანკის/მარეგულირებელი ორგანოების ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • საოპერაციო/საკრედიტო პროდუქტების და პროცესების ცოდნა;
  • საბანკო პროგრამ(ებ)ის  ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Windows: Word, Excel, Powepoint; Outlook;
  • უცხო ენების ინგლისური; რუსული (სასურველია), აზერბაიჯანული (სასურველია) ცოდნა.

უნარები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2024 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.