ENG

ანაზღაურებადი სტაჟირება ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

20 ნოემბერი, 2024

აღწერა

ვაცხადებთ ანაზღაურებად სტაჟირებას ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი, ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი

ჩვენთან დაგხვდება:

  • ჯანსაღი და კომფორტული სამუშაო გარემო და ურთიერთობები;
  • გამოცდილი პროფესიონალების გუნდი;
  • სწავლის პროცესის ხელშეწყობა / მორგებული სამუშაო გრაფიკი;
  • მენტორი, რომელიც სტაჟირების პერიოდში გაგიწევს მხარდაჭერას, გაგიზიარებს ცოდნასა და გამოცდილებას და დაგეხმარება პროფესიულ განვითარებაში,

სტაჟირების პერიოდში  სრულად იქნები ჩართული  ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის სამუშაო პროცესებში, რაც გულისხმობს:

  • ინფორმაციული უსაფრთხოების პროცესების შესწავლას - როგორ მუშაობს ინფორმაციული უსაფრთხოება საბანკო სფეროში
  • ბოროტმოქმედების მიერ გამოგზავნილი Phishing შეტყობინების ამოცნობას, შესწავლასა და ანალიზს
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების მოდულების შექმნას და აღნიშნული მოდულით თანამშრომლების დატრეინინგებას
  • რისკების ანალიზსა და პერიოდულ რეპორტინგს სხვადასხვა სისტემების მომხმარებლების უფლებებზე და რისკებზე
  • რეპორტებისა და პრეზენტაციების მომზადებასა და მენეჯმენტთან წარდგენას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პროფესიული უნარები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • საოფისე პროგრამების პროფესიული დონე
  • ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, მითითებულ ბმულზე -HQ Internship Application Form ,  2024 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "Vacancy Name"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - სტაჟირება ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტში .
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება   ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი  რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.