ENG

საცავის გადამთვლელი მოლარე - თბილისი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

22 აგვისტო, 2024

აღწერა

თუ გსურს კარიერა საბანკო მიმართულებით განავითარო და მზად ხარ  საჭირო ცოდნა და უნარები გამოიმუშავო - ლიბერთი  განსაკუთრებულ შანსს გაძლევს!

ვაცხადებთ ვაკანსიას საცავის გადამთვლელი მოლარის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა-  სათავო ოფისი

ძირითადი მოვალეობები:​

  • ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების წარმოება  ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების მიღება-გაცემით და საბანკო პროგრამაში  შესაბამისი პროგრამული რეგისტრაციით,
  • საინკასაციო მოთხოვნების შესაბამისი თანხების მომზადება, შესაბამისი საბუთების წარმოება,
  • ინკასაციით მიღებული თანხების,  ინკასირებული ბანკომატ(ებ)ის კასეტებში და PAY აპარატ(ებ)ის ყუთებში განთავსებული ნაღდი ფულის გადათვლა,
  • ნაღდი ფულის გადათვლისას გამოვლენილი ზედმეტობის/დანაკლისის/ყალბი/საეჭვო/არგადახდითი ფულის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ფაქტის დაფიქსირება, 
  • საჭიროებისა და მოთხოვნის შესაბამისად როტაცია და მივლინება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განთლება,
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება,
  • კომპიუტერული/საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა,
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
​როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@lb.ge  2024  წლის 22 აგვისტოს ჩათვლით.
 

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქი/რაიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.