ENG

ბიზნეს ბანკირი - თბილისი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

11 ივლისი, 2024

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას ბიზნეს ბანკირის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • საკრედიტო პროდუქტების გაყიდვა და გაფორმება (სამუშაო ლიმიტი 500K -5M GEL/USD/EUR);
  • ფილიალებში/სერვის-ცენტრებში საკრედიტო საქმიანობის წარმართვა;
  • უზრუნველყოს კლიენტის მოძიება და საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება, როგორც ბანკის შიდა ტერიტორიაზე, ასევე ბანკის გარეთ და სატელეფონო კომუნიკაციით;
  • უზრუნველყოს საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენი პროექტის სრულყოფილად მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელთან შეთანხმებით, განახორციელოს კლიენტთან ადგილზე ვიზიტი, როგორც გაყიდვების კუთხით ასევე მომსახურების კონტროლის მიზნით;
  • უზრუნველყოს შესრულებული დავალების რეპორტინგი.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება;
  • საბანკო-საფინანსო სფეროში, საკრედიტოს მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) კარგად ცოდნა;

აუცილებელი ცოდნა და უნარები: 

  • მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
  • კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციური უნარები;
  • დარწმუნების, მოლაპარაკების ეფექტურად დასრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;

 

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა  და  გამოცდილების შესაბამისად.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lb.ge 2024 წლის 11 ივლისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქი/რაიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.