ENG

მერჩანტებთან ურთიერთობის მენეჯერი

ადგილმდებარეობა

ქვემო ქართლი

სამუშაო საათები

არასტანდარტული

ბოლო ვადა

12 მარტი, 2024

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას ქვემო ქართლის რეგიონში  მრჩანტებთან ურთიერთობის ენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: რუსთავი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პოსების და ელკომერციის მინდობილი პორტფელის მართვა;
  • პარტნიორებთან მიმდინარე მაჩვენებლების განალიზება და უპირატესობების წარმოჩენა;
  • პარტნიორ ორგანიზაციებში გადახდების სტიმულირება;
  • ახალი ორგანიზაციების მოძიება პორტფელის და ჩატარებული ოპერაციების რაოდენობის გაზრდის მიზნით.
  • პარტნიორ ობიექტებში გაყიდვის წერტილების  (პოსების)  ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი და ხარვეზების აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
  • MS Office-ის პროგრამების (Excel, Word, PowerPoint)  ცოდნა;
  • სასურველია - გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;
  • სასურველია - ექვაირინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია - ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

როგორ მოგვმართოთ: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2024  წლის 12 მარტის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.