ENG

ციფრული პროდუქტების განვითარების მენეჯერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

02 ოქტომბერი, 2024

აღწერა

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი ჩვენიანი!

ციფრული ბანკინგის ბიზნეს განვითარების დეპარტამენტში ვეძებთ გუნდის ახალ წევრ  ციფრული პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, საცალო ციფრული ბანკინგის განყოფილება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქტის ან მისი ცალკეული მოდულის განვითარების დაგეგმვა და განხორციელება
  • პროდუქტის გაყიდვების სტრატეგიის შექმნა, დაგეგმა და განხორციელება;
  • პროდუქტის კომერციული მომგებიანობის (Feasibility) შემუშავება.
  • მარკეტინგის გუნდთან ერთად, პროდუქტის საკომუნიკაციო გეგმის შედგენა.
  • პროდუქტის ბექლოგის შექმნა და მართვა, დეველოპმენტის გუნდთან ერთად, ბიზნეს ღირებულებების და კომპანიის სტრატეგიული გეგმის გათვალისწინებით;
  • პროდუქტის შემქნის სრული ციკლის კოორდინაცია, კონცეფციიდან რელიზამდე.
  • მომხმარებლის გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, ცვლილებების ან ახალი პროდუქტის შექმნის საჭიროების დადგენა;
  •  (სტეიქჰოლდერებთან) დაინტერესებულ მხარეებთან ერთად პროდუქტის კონცეფციის დამუშავება;
  • შექმნილი პროდუქტის ხარისხის და მომხმარებლის საჭიროებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • პროდუქტის მომხმარებლებთან და სტეიქჰოლდერებთან წარდგენა;
  • ბაზრის ტენდენციების მუდმივი შესწავლა და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • პროექტის გეგმის შემუშავების ცოდნა და გამოცდილება;
  • Agile გუნდში მუშაობის გამოცდილება
  • UX/UI გუნდთან კოლაბორაციის გამოცდილება
  • პრეზენტაციის შემუშავების და წარდგენის გამოცდილება;
  • სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Career@lb.ge 2024 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.  

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამინებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთადაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.