ENG

Android დეველოპერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

15 დეკემბერი, 2024

აღწერა

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!  აცხადებს ვაკანსიას  Android დეველოპერის პოზიციაზე.
 

ძირითადი მოვალეობები:

· არსებული აპლიკაციების განვითარება, მოდულებში ცვლილებების შეტანა;
· პროდუქტის ფუნქციონალისა და მახასიათებლების გათვალისწინებით მოთხოვნილი ცვლილებების ანალიზი;
· ხარვეზების გამოსწორებაზე ზრუნვა;
· პროგრამირების ახალი მიდგომების მუდმივი ძიება და არსებულ სისტემებში მათი გამოყენება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

· Native Android პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (Kotlin);
· ანდროიდ SDK - სთან მუშაობის გამოცდილება
· ანდროიდ დეველოპმენტის პრინციპების და არქიტექტურების ცოდნა (MVP, MVVM, MVI)
· Dependency injection ფრეიმვორკების ცოდნა (Dagger, Hilt)
· Restful api ს თან მუშაობის გამოცდილება (Retrofit 2 + OkHttp)
· ასინქრონულობის ფრეიმვორქებთან მუშაობის გამოცდილება (Coroutines, rxjava)
· მობილური აპლიკაციებისთვის სპეციფიკური ui ux პრინციპების ცოდნა და responsive ui კეთების გამოცდილება
· სასურველია jetpack compose თან მუშაობის გამოცდილება
· სრული მობაილ დეველოპმენტის ციკლის ცოდნა მათ შორის play store console ზე აპლიკაციის განთავსება
· GIT, GIT Flow.

 

ჩვენ გთავაზობთ:

· საინტერესო და კომფორტულ სამუშაო გარემოს (ჰიბრიდული მუშაობის შესაძლებლობას);
· მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
· კონკურენტულ ანაზღაურებას;
· განვითარების შესაძლებლობას.


 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2024 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.