ENG

Delphi & MSSQL Developer

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

20 ივლისი, 2024

აღწერა

ახალი „ლიბერთი“ - ახალი ცხოვრებისთვის!  ეძებს მოტივირებულ თანაგუნდელს  IT მიმართულებაში Delphi & MSSQL Developer პოზიციაზე. 

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი, ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი

ძირითადი მოვალეობები: 

  • ახალი და არსებული ფუნქციონალის და მოდულების შექმნა,  ცვლილება/გაუმჯობესება;
  • არსებულ ფუნქციონალში ხარვეზების გასწორება, კოდის ოპტიმიზაცია;
  • არსებული (დანერგილი) პროცესების/კომპონენტების მონიტორინგი;
  • პროგრამული კოდის შემუშავება და მხარდაჭერა Delphi და TSQL-ის მეშვეობით;
  • პროექტთან დაკავშირებული ვერსიათა კონტროლის, კონფიგურაციის, CI/CD pipeline-ების მართვა;
  • ტექნიკური/სისტემური ანალიზი, პროგრამული გადაწყვეტის არქიტექტურის შემუშავება;
  • პროექტთან დაკავშირებულ საორგანიზაციო აქტივობებში მონაწილეობა: სამუშაოს დაგეგმვა/შეფასება, კოდის განხილვა, რეტროსპექტული ანალიზი, დემო, რელიზების მართვა და სხვა Agile აქტივობები;
  • გუნდის სხვა წევრებისთვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევა, ხელშეწყობა ონბორდინგის/ადაპტაციის დროს, ტექნიკური დოკუმენტირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

  • 3+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
  • პროგრამირების უნარი Delphi Dialect / Object Pascal ენაზე (Delphi XE 5 ან უფრო მაღალი ვერსიის IDE-ში)
  • პროგრამირების უნარი Transact SQL სკრიპტული ენის გამოყენებით, Microsoft SQL Server-ის საფუძვლიანი ცოდნა;
  • RDBMS თეორიის ცოდნა (Relational Model, Normalization, System Capabilities: onstraints, indexes, programming model და ა.შ.);
  • საბაზო პროგრამული ალგორითმების ცოდნა. ინფორმატიკის (computer science) კურსის გავლა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინჟინრული აზროვნება, enterprise architectural pattern-ების, სისტემური დიზაინის, clean architecture მიდგომების ცოდნა;
  • ვერსიათა კონტროლის (GIT), build/deploy automation ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება;

*** საბანკო სფეროში / სასესხო პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები 

  • პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა; 
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობისა  და დროის ეფექტური მართვის უნარი, დეტალებზე კონცენტრირება, ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშობის უნარი;
  • შედეგსა და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულობა;
  • კონფიდენციალურობის დაცვა; 
  • დამოუკიდებელი მუშაობისა და გუნდში ჩართვის უნარი;

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@lb.ge  2024 წლის 20 ივლისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.