ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
მურთაზ კიკორია სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად არჩეულ იქნა 2019 წლის ივნისში. 2021 წლის დეკემბრიდან იგი იკავებს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას. მურთაზს საბანკო და საფინანსო სფეროსთან 25 წლიანი გამოცდილება აკავშირებს.
2016-დან 2018 წლამდე მურთაზ კიკორია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი და ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2015-2016 წლებში „საქართველოს ბანკში“ იკავებდა გენერალური და ფინანსური დირექტორის პოზიციებს. 2009-2011 წლებში ეკავა ბგ ბანკის (უკრაინა) აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია.
მურთაზს გამოცდილება აქვს ჯანდაცვის არასაბანკო სფეროს მენეჯმენტშიც: 2012-2014 წლებში იყო უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის „ალდაგის“ და „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი.
2005-2007 წლებში მურთაზ კიკორია იყო უფროსი ბანკირი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD).
2000-2005 წლებში იკავებდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანაშემწის და საბანკო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის პოზიციებს. ეროვნულ ბანკში კარიერის დაწყებამდე, 1992-2000 წლებში სხვადასხვა წამყვან პოზიციას იკავებდა გაერთიანებულ ქართულ ბანკში (ახლანდელი VTB ბანკი) და ექსიმბანკში (ახლანდელიSilkRoad ბანკი).
კარიერის განმავლობაში იყო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, უკრაინის სხვადასხვა ბანკებში და საქართველოს საფინანსო სექტორის კომპანიებში.
მაგდა მაღრაძე სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2019 წლის აგვისტოში იქნა არჩეული. 2013 წლის სექტემბრიდან მაგდა მაღრაძე იკავებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას და ახორციელებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონიანი კომპაქტის პროექტების მართვას.
მამუკა წერეთელი სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2018 წლის დეკემბერში დაინიშნა
ირაკლი რუხაძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობას 2021 წლის დეკემბრიდან იკავებს.