ENG
18 დეკემბერი, 2018

ცვლილებები ოვერდრაფტის პირობებში

ცვლილებები ოვერდრაფტის პირობებში

ცვლილებები ოვერდრაფტის პირობებში

ძვირფასო მომხმარებლებო,

გაცნობებთ, რომ 2018 წლის 14 დეკემბრიდან პროდუქტზე ოვერდრაფტი შეიცვლება შემდეგი პირობები:

  • ყოველთვიური დასაფარი/გადასახდელი თანხა: ოვედრაფტზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი.  ოვერდრაფტის ძირითადი თანხის სრულად დაფარვის ვალდებულება მომხმარებელს წარმოეშობა ოვედრაფტის ვადის გასვლის/გაუქმების/შეწყვეტის შემთხვევაში.
  • ყოველთვიური დასაფარი/გადასახდელი თანხის დაანგარიშების პერიოდი:  გადასახდელი საპროცენტო სარგებლის დაანგარიშება მოხდება ყოველი კალენდარული თვის 9 რიცხვში.
  • ყოველთვიურად დასაფარი/გადასახდელი თანხის გადახდის ვადა: დაანგარიშების თარიღიდან (ითვლება დააგარიშების თარიღიც) მაქსიმუმ 27 კალენდარული დღე.
  • ვადაგადაცილების ჯარიმა: ყოველთვიურად დასაფარი/გადასახდელი თანხის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში დასაფარი თანხის 0.27%  ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე.

ცვლილებების განხორციელების შემდგომ ყოველთვიურად დასაფარი/გადასახდელი თანხის პირველი გადახდა უნდა განხორციელდეს 14 დეკემბრიდან არაუგვიანეს 4 იანვრისა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ მიმდინარე კრედიტის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები