ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ძვირფასო მომხმარებლებო,
გაცნობებთ, რომ 2019 წლის 18 იანვრიდან საკრედიტო ბარათზე (Teachers Card / Magic Card / Shopping Card) შეიცვლება პირობები :
1. მინიმალური გადასახადი - საკრედიტო ბარათის მეშვეობით ათვისებული თანხის ყოველთვიურად გადასახდელი მინიმალური ოდენობა, რომელიც მოიცავს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ოდენობიდან უმცირესს:
ა) დაანგარიშების თარიღის მდგომარეობით საკრედიტო ლიმიტის ათვისებული მოცულობისა და წინა საანგარიშგებო პერიოდში საკრედიტო ლიმიტის ათვისებულ ოდენობაზე ტარიფების შესაბამისად დარიცხული გადაუხდელი პროცენტის ჯამი;
ბ) ყოველთვიური ფიქსირებული თანხა, რომლის ოდენობაც შეადგენს საკრედიტო ლიმიტის 5%-ს;
თუ კლიენტს საკრედიტო ბარათზე აღენიშნება ვადაგადაცილება, მინიმალური გადასახადი მოიცავს როგორც ზემოთ აღნიშნულ გადასახდელებს, ისე განვლილ საანგარიშგებო პერიოდ(ებ)ში გადაუხდელ მინიმალურ გადასახად(ებ)ს, მიმდინარე დაანგარიშების თარიღის მდგომარეობით დარიცხულ ვადაგადაცილების ფიქსირებულ პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობისას), ვადაგადაცილების საჯარიმო პროცენტს და ასევე, განვლილ საანგარიშგებო პერიოდ(ებ)ში წარმოშობილ და დაუფარავ ნებისმიერ სხვა პირგასამტეხლოს და გადასახდელს;
2. ნულოვანი პროცენტის პირობა - პირობა, რომლითაც კლიენტი უფლებამოსილია უპროცენტოდ ისარგებლოს საკრედიტო ლიმიტით წინა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში. აღნიშნული პირობა დგება იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი გადახდის პერიოდის განმავლობაში სრულად დაფარავს დაანგარიშების თარიღისათვის ათვისებულ საკრედიტო ლიმიტის თანხას. ამასთან, აღნიშნული თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ერთიანად, ისე ნაწილ-ნაწილ;ნულოვანი პროცენტის პირობის სარგებლობის შემთხვევაში კლიენტი არ თავისუფლდება ყოველთვიური მომსახურების საკომისიოს გადახდის ვალდებულებისაგან;
3. საკრედიტო ბარათის ყოველთვიური მომსახურების საკომისიოს დარიცხვა ხდება ყოველი კალენდარული თვის ბოლო დღეს და მისი (ყოველთვიური მომსახურების საკომისიოს) გათვალისწინება არ ხორციელდება კლიენტის მიერ გადასახდელ მინიმალურ/მთლიან გადასახადში.
4. საკრედიტო ბარათზე დარიცხული პროცენტის, ათვისებული ძირის და ნებისმიერი ტიპის სხვა გადასახდელი თანხის/საკომისიოს გადახდა/ჩამოჭრა განხორციელდება საკრედიტო ბარათის ანგარიშზე დაფიქსირებული კრედიტული ბრუნვიდან და არა საკრედიტო ბარათის ლიმიტის ან/და გადახარჯული საკრედიტო ლიმიტის ხარჯზე.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ მიმდინარე საკრედიტო ბარათის სტანდარტული პირობები: http://bit.ly/2UX2EIm