ძვირფასო მომხმარებლებო,
მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილია სისტემური განახლება და ტექნიკური სამუშაოები.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2019 წლის 4 იანვრის 21:00-დან 8 იანვრის 09:00-მდე შეიზღუდება ლიბერთის საბანკო სერვისები. ამ პერიოდის განმავლობაში არ იმუშავებს ლიბერთი ბანკის სტანდარტული სერვის ცენტრები, ინტერნეტ ბანკი და მობაილ ბანკი.
ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საბარათე ოპერაციები:
- ბანკომატიდან თანხის განაღდება (განაღდება შეიზღუდება 5 იანვარს ღამის 2:00-დან 5:00-მდე)
- POS ტერმინალებით გადახდის სერვისი (გადახდა შეიზღუდება 5 იანვარს ღამის 2:00-დან 5:00-მდე)
შეფერხების გარეშე იმუშავებს მხოლოდ სპეციალიზირებული სახელმწიფო საბანკო სერვისები:
- საპატრულო ჯარიმის გადახდა
- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საფასურის მიღება
- სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს საფასურის მიღება
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საფასურის მიღება
- საბიუჯეტო მოსაკრებელი
- სავალდებულო დაზღვევის ცენტრი
- აღსრულების ეროვნული ბიურო
- TaxFree-ს განაღდება
საპატრულო ჯარიმის გადახდა და ვალუტის კონვერტაცია შესაძლებელი იქნება შემდეგ სერვის ცენტრებში:
ვარკეთილი 14 |
თბილისი, თვალჭრელიძის ქ. 2 (East Point Mall) |
10:00-20:30 სთ |
გალერია თბილისი |
თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 2/4 |
10:00-22:00 |
მრგვალი ბაღი |
თბილისი, მრგვალი ბაღი |
24 სთ |
მთაწმინდა 1 |
თბილისი, კოსტავას ქ. 24 |
24 სთ |
ლიბერთი ბანკი ჩვეულ რეჟიმში განაახლებს მუშაობას 8 იანვარს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკეთ: 0322 55 55 00
წინასწარ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.