ENG
31 აგვისტო, 2019

„იცხოვრე ზღაპარში“ – MasterCard-ის კამპანიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„იცხოვრე ზღაპარში“ – MasterCard-ის კამპანიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 

"იცხოვრე ზღაპარში" - MasterCard-ის კამპანია ლიბერთი ბანკის მომხმარებლისთვის დასრულდა. გამოვლინდა ორი გამარჯვებული. ისინი 13-15 სექტემბერს პარიზის დისნეილენდს ოჯახთან ერთად ესტუმრებიან! 

გამარჯვებულები არიან: გიორგი გომარელი და დავით ჯაფარიძე 

2019 წლის 5 აგვისტოდან 26 აგვისტოს  23:59:59 ჩათვლით MasterCard-ით განხორციელებული ტრანზაქციები ლიბერთი ბანკის  მომხმარებლისთვის მომგებიანი იყო. "იცხოვრე ზღაპარში" კამპანია ორი გამარჯვებულის გამოვლენას შემდეგი კრიტერიუმებით ითვალისწინებდა:

  • გამარჯვებული ტრაზაქციების ოდენობის მიხედვით:  მომხმარებელი, რომელსაც 2019   წლის   5 აგვისტოს 00:00:01 საათიდან  2019   წლის  26 აგვისტოს 23:59:59 საათის ჩათვლით დაუფიქსირდა კამპანიის პერიოდში ბანკის MasterCard-ის, მათ შორის მაესტრო  ბარათით განხორციელებული ყველაზე მეტი ტრანზაქცია (თითო ტრანზაქცია - მინიმუმ 10 ლარი) 
  • გამარჯვებული ტრანზაქციებით გახარჯული თანხის ოდენობის მიხედვით: მომხმარებელი, რომელსაც  2019   წლის   5 აგვისტოს 00:00:01 საათიდან  2019   წლის  26 აგვისტოს 23:59:59 საათის ჩათვლით ჯამურად დაუფიქსირდება  კამპანიის პერიოდში ბანკის MasterCard-ის, მათ შორის მაესტრო  ბარათით  განხორციელებული ყველაზე დიდი მოცულობის (თანხის ოდენობა ჯამურად) ტრანზაქცია.

გიორგი გომარელის და დავით ჯაფარიძის მიერ მოგებული სამოგზაურო პაკეტი მოიცავს:  

  • მოგზაურობა ოჯახისთვის (2 უფროსი და 2 ბავშვი) Disneyland Paris-ში 
  • ავიაბილეთებს
  • 2 ღამე/ 3 დღე Disneyland Paris-ის სასტუმროში (საოჯახო ნომერი)
  • 3 დღიანი/2 პარკის საშვი Disneyland Paris-ში
  • 3 დღიანი/2 პარკის VIP საშვი 
  • 150 ევროს ღირებულების ვაუჩერი დღიურად, კვებისა და Disneyland Paris-ში შენაძენისთვის

MasterCard ლიბერთის მომხმარებელს კიდევ არაერთ საინტერესო და მომგებიან კამპანიას შესთავაზებს.