ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
თბილისი, საქართველო - 3 სექტემბერი 2019 - დღეს, სს ლიბერთი ბანკი, სიდიდით მესამე ბანკი საქართველოში, თავის მომხმარებლებს წარუდგენს Apple Pay-ს - სწრაფი და მოსახერხებელი მობილური გადახდების ყველაზე მარტივ, უსაფრთხო და კონფიდენციალურ საშუალებას.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლიბერთი ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში, სადაც გააქტიურებულია 2200-ზე მეტი უკონტაქტო გადახდის ტერმინალი, შესაძლებელი იქნება Apple Pay-ს საშუალებით გადახდა.
უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა Apple Pay-ს მთავარი ღირებულებაა. თქვენი ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას, ბარათის მონაცემები არ შეინახება თქვენს მოწყობილობასა და Apple-ის სერვერებზე. თქვენს ბარათს მიენიჭება დაშიფრული უნიკალური ანგარიშის ნომერი (Device Account Number), რომელიც უსაფრთხოდ ინახება თქვენი მოწყობილობის Secure Element-ში. თითოეული ტრანზაქცია ავტორიზებულია ერთჯერადი უნიკალური დინამიური კოდით.
Apple Pay-ს გამოყენება და მასში ბარათების დამატება მარტივია. ნებისმიერი ბარათის Apple Pay-ში დამატების შემთხვევაში, მომხმარებლები კვლავ გააგრძელებენ მათი საკრედიტო და სადებეტო ბარათების მიერ შეთავაზებული სხვადასხვა სარგებელის მიღებას. მაღაზიებში, Apple Pay-ს გამოყენება შესაძლებელია iPhone SE, iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, ასევე Apple Watch მოწყობილობების გამოყენებით.
ონლაინ შოპინგი აპლიკაციებსა და ვებსაიტებზე ისეთივე მარტივია, როგორც Touch ID-ზე ერთი თითის დადება. ასევე, არ არის საჭირო ვრცელი განაცხადებისა და ფორმების შევსება. აპლიკაციებსა და Safari-ში Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას შესაძლებელია iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, iPhone SE, iPad Pro, iPad Air 2, iPad mini 3 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების გამოყენება. ასევე, შესაძლებელია Apple Pay-ს გამოყენება Safari-ში ნებისმიერი Mac მოწყობილობით, რომელიც 2012 წლის შემდეგ არის გამოშვებული და მუშაობს ოპერაციული სისტემა macOS Sierra ვერსიაზე. Mac მოწყობილობაზე განხორციელებული გადახდის დადასტურება შესაძლებელია iPhone 6 ან მის შემდეგ გამოშვებული მოდელების გამოყენებით, Apple Watch-ით, ან Touch ID-ით ახალ MacBook Pro და MacBook Air-ზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ:
ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500 თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 362 მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge;
მედია კონტაქტი: pr@lb.ge