ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
დღეიდან, ლიბერთის ნებისმიერი ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5 %-იან ქეშბექს* მიიღებს. ლიბერთის Visa და MasterCard ბარათების მფლობელები, აღნიშნული აქციით მხოლოდ ლიბერთის პოსტერმინალებით გადახდისას ისარგებლებენ.
ლიბერთის მომხმარებლები, Apple Pay-ს მარტივი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გადახდის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლიბერთი ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში 3 სექტემბრიდან უკვე სარგებლობენ. აქციის ფარგლებში 5% ქეშბექის მიღება 3500-ზე მეტ უკონტაქტო ტერმინალზე გადახდისას არის შესაძლებელი.
Apple Pay-ს გამოყენება და მასში ბარათების დამატება მარტივია. მაღაზიებში, Apple Pay-ს გამოყენება შესაძლებელია iPhone SE, iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, ასევე Apple Watch მოწყობილობების გამოყენებით.