ENG
19 სექტემბერი, 2019

ცვლილებები საკრედიტო ბარათის პირობებში

ცვლილებები საკრედიტო ბარათის პირობებში

 

გაცნობებთ, რომ საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით განხორციელდა ცვლილებები, რომელთაგან ნაწილი ძალაშია 2019 წლის 19 სექტემბრიდან, ხოლო ნაწილი - მიმდინარე წლის 01 ნოემბრიდან. კერძოდ:
1.       2019 წლის 19 სექტემბრიდან:

  • საკრედიტო ბარათის ანგარიშზე დაშვებულ იქნა გადარიცხვის ოპერაციები ეროვნულ ვალუტაში როგორც ლიბერთი ბანკის შიგნით (მათ შორის საკუთარ ანგარიშებს შორის), ისე ბანკს გარეთ;
  • გაიზარდა საკრედიტო ბარათის გამოყენების დღიური ჯამური ლიმიტი და შეადგინა 15.000 ლარი;
  • საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ როგორც ლიბერთი ბანკის, ისე სხვა კომერციული ბანკების ბანკომატებში ნაშთის შემოწმება უფასოა;

2.       დაზუსტდა თანხის გატანის ტოლფასი ოპერაციების ჩამონათვალი (მათ შორის დაემატა ერთი საბანკო ბარათიდან მეორე ბარათზე გადარიცხვას VISA Direct / MasterCard MoneySend სერვისის გამოყენებით და ელექტრონული საფულის ბალანსის შევსება) და შემცირდა ამგვარი ოპერაციების ტარიფი. იმავდროულად, დაზუსტდა ბარათის გამოყენების დღიური ლიმიტი გადახდის ოპერაციებისთვის, კერძოდ, მასში გაერთიანდა  თანხის გატანის ტოლფასი ოპერაციების ლიმიტიც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბარათიდან თანხის გატანის ტოლფასი ოპერაციებისთვის დადგენილი ახალი ტარიფი და ლიმიტი ძალაში შევა 2019 წლის 01 ნოემბრიდან. 


დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: საკრედიტო ბარათის პირობები