ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ლიბერთის საბანკო ბარათებით სარგებლობა კიდევ უფრო უსაფრთხო ხდება. ბანკის გადაწყვეტილებით, ყველა მომხმარებელს, რომელიც არის Visa ან MasterCard ბარათის მფლობელი, სრულიად უფასოდ, ავტომატურად გაუაქტიურდებათ 3D უსაფრთხოების სერვისი. ამ დრომდე, სერვისის გასააქტიურებლად სერვის ცენტრში მისვლა და სპეციალური აპლიკაციის შევსება იყო საჭირო. უფასო აქტივაცია შეეხება იმ ახალ ბარათებსაც, რომლებსაც ბანკი 2.03.2020-ის შემდეგ გასცემს.
ბარათის 3D უსაფრთხოება საბანკო ბარათის ინტერნეტში გამოყენების დამატებითი უსაფრთხოების სერვისია და ხელმისაწვდომია ფიზიკური პირ(ებ)ის VISA ან MasterCard-ს ტიპის საბანკო ბარათებისთვის “Verified by Visa” და “MasterCard SecureCode” სერვისების სახით.
ბარათის 3D უსაფრთხოების სერვისის მეშვეობით საბანკო ბარათის გამოყენება უნდა დაადასტუროთ პირადი მობილური ტელეფონის ნომერზე* მიღებული ერთჯერადი სმს კოდით, რითაც საბანკო ბარათის უცხო პირის მიერ ინტერნეტით გამოყენების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.
*მომსახურებით სარგებლობისთვის საჭიროა ბანკში დაფიქსირებული იყოს ამჟამად აქტიური მობილურის ნომერი. ტრანზაქციის ვერიფიკაციის ერთჯერადი კოდი ბანკში დაფიქსირებულ ნომერზე გამოიგზავნება.
3D უსაფრთხოების სერვისი მოქმედებს მისი გააქტიურებიდან საბანკო ბარათის მოქმედების ვადის ბოლომდე ან ბარათის მფლობელის მიერ ბანკისათვის სერვისის გაუქმების შესაბამისი განაცხადის წარდგენამდე. კლიენტის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ავტომატურად გააქტიურებული 3D უსაფრთხოების სერვისის გაუქმება, თუმცა ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არაავტორიზებული ინტერნეტ საბარათე ოპერაციების შესრულების რისკი. სერვისის გაუქმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ფილიალში/სერვის-ცენტრში მხოლოდ საბარათე ანგარიშის მფლობელის მიერ, სპეციალური განაცხადის საფუძველზე.