ENG
25 აპრილი, 2010

"ლიბერთი ბანკი" 2010 წლის პირველი კვარტილის კონსოლიდირებულ შედეგებს აცხადებს

დღეს "ლიბერთი ბანკმა" (შემდგომში “ბანკი”) 2010 წლის პირველი კვარტლის კონსოლიდირებული შედეგები გამოაცხადა. ბანკის კონსოლიდირებულმა წმინდა მოგებამ 2010 წლის პირველ კვარტალში 0.1 მილიონი ლარი შეადგინა.

2010 წლის პირველ კვარტალში ბანკმა 72.3 მილიონი ლარის ოდენობის, ხოლო 2009 წლის მეოთხე კვარტალში 64.2 მილიონი ლარის მოცულობის სესხი გასცა. ჯამში ბანკმა 2009 წლის სექტემბრში მისი "ლიბერთი კაპიტალის" მიერ შესყიდვიდან მოყოლებული დღემდე 136.5 მილიონი ლარის ოდენობის სესხი გასცა.