ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
დღეიდან, ლიბერთი ბანკი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე კიდევ ერთ აქციას „ჭკვიანი გზავნილი“ იწყებს. აქციის მიზანია საერთაშორისო ფულადი გზავნილების მომხმარებლის წახალისება, დისტანციური საბანკო სერვისების გამოყენების სტიმულირება და მომხმარებლისთვის დამატებითი სარგებელის შეთავაზება.
ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში მიიღებს და/ან გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს ყველაზე მეტჯერ, საჩუქრად 20 000 ლარს მიიღებს. მთავარი გამარჯვებულის გარდა, დასაჩუქრდება 200-ზე მეტი ჭკვიანი მომხმარებელი სხვადასხვა „ჭკვიანი“ საჩუქრით - 20 ნოუთბუქი და 200 ჭკვიანი საათი.
საჩუქრები განაწილდება შემდეგი წესის მიხედვით:
მთავარი პრიზი 20 000 ლარი - გადაეცემა მომხმარებელს, რომელიც აქციის პერიოდში ყველაზე მეტჯერ გააგზავნის ან/და მიიღებს ფულად გზავნილს (მინიმუმ 5-ჯერ, ან მეტჯერ, მინიმუმ 200 ლარი). მიღება/გაგზავნა შესაძლებელია როგორც ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ასევე დისტანციურად, ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით.
საჩუქრები ინტერნეტ და მობაილ ბანკის მომხმარებლებისთვის:
საჩუქრები ლიბერთის ნებისმიერი სერვის ცენტრის მომხმარებლებისთვის:
თანაბარი რაოდენობის შედეგის დადგომის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება მიღებული და გაგზავნილი თანხის მოცულობას.
აქციაში მონაწილეობა მარტივია და ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში ლიბერთის სერვის ცენტრებში, ან დისტანციურ არხებში მიიღებს, ან გააგზავნის გზავნილს, ავტომატურად ერთვება აქციაში.
ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილის მიღებისას და/ან გაგზავნისას მომხმარებლები ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებსა და მობაილ ბანკში ისარგებლებენ ვალუტის გაცვლის სპეც.კურსით.
ასევე, აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ჯერ არ სარგებლობს ლიბერთის უნივერსალური ანგარიშით, საჩუქრად მიიღებს ბარათს და უფასოდ ისარგებლებს ანგარიშის მომსახურების უნივერსალური პაკეტით 6 თვის განმავლობაში.
ლიბერთის უნივერსალური ანგარიშის გახსნა და ასევე, საბანკო ბარათის შეკვეთა შესაძლებელია სახლიდან და კომფორტის ზონიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს ვებ გვერდზე www.365.ge-ზე.
აქცია დაიწყო 2020 წლის 15 ნოემბერს და გაგრძელდება 2021 წლის 15 იანვრის ჩათვლით.