ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
2022 წლის 1 იანვრიდან, უქმდება LIBOR (London Interbank Offered Rate) ინდექსი, რაც იმას ნიშნავს, რომ დოლარისა და ევროს ვალუტაში, შეიცვლება ინდექსი და LIBOR-ის ნაცვლად გამოიყენება SOFR და Euribor ინდექსები:
LIBOR ინდექსი, საბანკო სისტემაში 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში განსაზღვრავდა ბანკთაშორის სესხებზე საშუალოშეწონილ საპროცენტო განაკვეთს. LIBOR მთელი ამ დროის განმავლობაში წარმოადგენდა ძირითად საორიენტაციო მაჩვენებელს რეგულირებადი განაკვეთის სესხებზე, იპოთეკებსა და ბიზნეს სესხზებზე, ასევე მომხმარებლისთვის განსაზღვრავდა საპროცენტო განაკვეთების ცვლილებას და აისახებოდა ყოველთვიური სასესხო დავალიანების ოდენობაზე.
ინდექსი გავლენას ახდენდა ნებისმიერ ფინანსურ აქტივობაზე - მათ შორის რისკებსა და შეფასებაზე. მას „მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ციფრადაც“ მოიხსენიებდნენ. თუმცა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საგრძნობლად დაიწია ინდექსის მიმართ ნდობამ და არაერთი კრიზისიც გამოიწვია ფინანსურ სექტორში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ მოვლენებმა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ცენტრალური როლის შესრულება და დიდი ბრიტანეთის ფინანსურმა მარეგულირებელმა ორგანომ (FCA) მიიღო გადაწყვეტილება, LIBOR ინდექსი ჩანაცვლდეს სხვა -უფრო უსაფრთხო ინდექსებით.
EURIBOR (Euro Interbank Offered Rate) - EURO LIBOR-ის ნაცვლად:
EURIBOR წარმოადგენს ევროპის ბანკთაშორისი შეთანხმების ინდექსს (Euro Interbank Offered Rate) და ასახავს ევროში ვაჭრობის შედეგად ბანკთაშორის ბაზარზე არსებულ საშუალო საპროცენტო განაკვეთს. ყოველდღიურ დინამიკაზე დაკვირვება და ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე https://www.euribor-rates.eu/en/current-euribor-rates/
EURIBOR-ის ცვლილება სესხის საპროცენტო განაკვეთზე შემდეგნაირად აისახება: საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ხორციელდება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით. EURIBOR-ის ცვლილება ავტომატურად გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთის ცვლილებას არანაკლებ საპროცენტო განაკვეთის მინიმალური ზღვრული მოცულობისა. ბანკი უფლებამოსილია აცნობოს კლიენტს აღნიშნულის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომუნიკაციის საშუალებით.
SOFR (Secured Overnight Financing Rate) ინდექსი USD LIBOR ინდექსის ნაცვლად:
SOFR (უზრუნველყოფილი ერთდღიანი დაფინანსების განაკვეთი) არის სესხის აღების ღირებულების ფართო საზომი, რომელიც უზრუნველყოფილია აშშ-ს სახაზინო ფასიანი ქაღალდებით.
SOFR ქვეყნდება ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ სხვადასხვა ვადიანობით: ერთდღიანი, 30, 90 და 180-დღიანი განაკვეთი, რომელიც მიიღება დაკვირვების შედეგად მიღებული მაჩვენებლების საშუალო შეწონვით. ვადიანობის მიხედვით მონაცემები გამოქვეყნებულია შემდეგ ვებ.გვერდზე: https://www.cmegroup.com/market-data/cme-group-benchmark-administration/term-sofr.html
SOFR -ის ცვლილება სესხის საპროცენტო განაკვეთზე შემდეგნაირად აისახება: საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ხორციელდება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით. SOFR-ის ცვლილება ავტომატურად გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთის ცვლილებას არანაკლებ საპროცენტო განაკვეთის მინიმალური ზღვრული მოცულობისა. ბანკი უფლებამოსილია აცნობოს აღნიშნულის შესახებ კლიენტს ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომუნიკაციის საშუალებით.
SOFR ინდექსზე მსოფლიო მასშტაბით უკვე არაერთი ფინანსური ინსტიტუტი გადავიდა. ექსპერტები და სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოები, მას უფრო აკურატულ და უსაფრთხო ინდექსად მიიჩნევენ.
მთავარი განსხვავება SOFR-სა და LIBOR-ს შორის არის ის, თუ როგორ იწარმოება ტარიფები: LIBOR არის საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთი, რომელიც წარმოიქმნება მსხვილი გლობალური ბანკების ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობის შედეგად. აღნიშნული განაკვეთი ეფუძნება ბანკთაშორის ბაზარზე არსებულ არაუზრუნველყოფილი ინსტრუმენტების ფასებს.
LIBOR-სგან განსხვავებით, SOFR ეფუძნება რეალურ ტრანზაქციებს და წარმოადგენს ურისკო ინდექსს, რადგან იგი უზრუნველყოფილია სახაზინო ფასიანი ქაღალდებით, ხოლო LIBOR მოიცავს ბანკთაშორის საკრედიტო რისკს და რეალურ ტრანზაქციებთან ერთად, ექვემდებარება ექსპერტულ გადაწყვეტილებას.
LIBOR-დან ალტერნატიულ ინდექსზე გადასვლა არ გამოიწვევს სხვა სახელშეკრულებო პირობების ცვლილებას, გარდა ინდექსის და ინდექსთან დაკავშირებული საპროცენტო დანამატის ცვლილებისა.
მომხმარებელს, რომელიც უკვე სარგებლობს სასესხო პროდუქტებით, EURO LIBOR შეიცვლება 2022 წლის 1 იანვრიდან, ხოლო USD LIBOR არსებულ სესხებზე 2023 წლის ინვისამდე იქნება გამოყენებული.