ENG
11 მაისი, 2022

CashBack-ის საგაზაფხულო კოლექცია

CashBack-ის საგაზაფხულო კოლექცია

 

ლიბერთი თავის მომხმარებელს ლოიალობის პროგრამა CashBack-ით ყოველდღიურად აძლევს ყველაზე მაღალი ქეშბექის დაბრუნების საშუალებას. ხოლო განსაკუთრებულ დღეებში, ლიბერთის ბარათის მფლობელები კიდევ უფრო გაზრდილი ქეშბექით სარგებლობენ მეგობარ ობიექტებთან სხვადასხვა აქციების ფარგლებში.

ამჯერად, CashBack-ი საგაზაფხულო აქციაში მონაწილე მეგობარ ობიექტებში გადახდისას,  გადახდილი თანხის 50%-მდე ნაწილს ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელს დაუბრუნებს. ხოლო ლიბერთის „ახალი“ ბარათის მფლობელები დამატებით 10% ქეშბექით ისარგებლებენ. 

აქცია 12 მაისს დაიწყება და 19 მაისის ჩათვლით გაგრძელდება შემდეგ მეგობარ ობიექტებში:

ყველაზე მაღალი ქეშბექის დაბრუნება ლიბერთის ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივია: საკმარისია სასურველი ობიექტების შეთავაზებების გააქტიურება www.cashback.ge -ზე ან ქეშბექის მობილურ აპლიკაციაში და ადგილზე ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდა.

აქციის ფარგლებში უნიკალური მომხმარებელი 150 ლარის დაბრუნებას შეძლებს, ხოლო „ახალი“ ბარათით დაბრუნებული ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 250 ლარი იქნება. ქეშბექი ანგარიშზე გადახდისთანავე ბრუნდება და მომენტალურად ხელმისაწვდომია.

„ჩვენი გუნდის მიზანია, „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” სტრატეგიის ფარგლებში ადამიანებს შევთავაზოთ მარტივი, თანამედროვე და მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო პროდუქტები. ვფიქრობთ, ქეშბექის და მეგობარი ობიექტების სააღდგომო შეთავაზება მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო ბევრ მომხმარებელს დაარწმუნებს ლიბერთის ბარათების, განსაკუთრებით კი „ახალი“ ბარათის უპირატესობებში.” – განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ.

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ამჟამად 400-მდე პარტნიორ კომპანიას აერთიანებს.

 „ახალი“ ბარათის აღება შესაძლებელია ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში ან ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან: www.365.ge