ძვირფასო მომხმარებლებო,
გაცნობებთ, 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იცვლება ანგარიშებზე ნაღდი სახით შეტანილი თანხის გატანის პირობები:
უნივერსალური ანგარიში
- ბანკის ფილიალიდან/სერვის-ცენტრიდან ნებისმიერი არხით შეტანილი თანხის გატანა - ანგარიშზე დაწესებული თანხის გატანის საკომისიოს გათვალისწინებით.
შემნახველი ანგარიში (ანაბარი)
- ბანკის ფილიალიდან/სერვის-ცენტრიდან ნაღდი სახით შეტანილი თანხის გატანა - უფასო, მხოლოდ იმავე ფილიალიდან/სერვის-ცენტრიდან, სადაც მოხდა თანხის შეტანა. სხვა ფილიალიდან/სერვის-ცენტრიდან - ანგარიშზე დაწესებული თანხის გატანის საკომისიოს გათვალისწინებით.
- ფილიალის PAY აპარატიდან ნაღდი სახით შეტანილი თანხის გატანა - უფასო, მხოლოდ იმავე ფილიალიდან/სერვის-ცენტრიდან, სადაც განთავსებულია აღნიშნული PAY აპარატი. სხვა, გარე პერიმეტრზე განთავსებული PAY აპარატიდან შეტანილი თანხის გატანა - ანგარიშზე დაწესებული თანხის გატანის საკომისიოს გათვალისწინებით.
- ნებისმიერი სახით ჩარიცხული თანხის გატანა - ანგარიშზე დაწესებული თანხის გატანის საკომისიოს გათვალისწინებით.
ვადიანი ტიპის ანაბარი (ვადიანი, დაგროვებადი)
- ანაბრის ვადის გასვლის შემდეგ, ანაბარზე განთავსებული თანხის გატანა - უფასო.
- ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გატანა - უფასო.
- ანაბრის გახსნიდან ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ ვადაზე ადრე დარღვევის შემთხვევაში - უფასო.
გაეცანით უნივერსალური ანგარიშის მომსახურების პირობებს დეტალურად - https://bit.ly/3zhQNuO