ENG
12 დეკემბერი, 2022

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სანქცირებულ ქვეყნებთან ტრანზაქციების შესრულების აკრძალვის შესახებ

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სანქცირებულ ქვეყნებთან ტრანზაქციების შესრულების აკრძალვის შესახებ

 

ძვირფასო მომხმარებლებო,

გაცნობებთ, რომ ბანკის შიდა პოლიტიკით, დაუშვებელია სანქცირებულ ქვეყნებთან, მათ შორის, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პირდაპირ/ირიბად დაკავშირებული ტრანზაქციების შესრულება, რაც ასევე გულისხმობს ამავე ქვეყნის ტერიტორიის გავლით და/ან  ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო) ტვირთების ტრანსპორტირებას, ან იმგვარ ტვირთებთან/გადაზიდვებთან დაკავშირებულ ანგარიშსწორებას, სადაც საქონლის წარმოშობის ან ტრანსპორტირების ქვეყანა არის ირანი, ან სხვა სანქცირებული ქვეყანა. ბანკი იტოვებს უფლებას, ზემოთ აღნიშნული ტრანზაქციის გამოვლენის შემთხვევაში, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დახუროს მომხმარებლის ანგარიშები.

იმისთვის, რომ თქვენი სავალუტო ოპერაციები, საქონლის შეძენის/იმპორტის/ ტრანსპორტირების დანიშნულებით, წარმატებულად შესრულდეს, გთხოვთ, გაეცანით წარმოსადგენი დოკუმენტების სიას:

 I ჯგუფი − ჩინეთი, სინგაპური, ინდოეთი, ჰონგ-კონგი, მალაიზია, ინდონეზია, სამხრეთ კორეა, ფილიპინები, ტაივანი, ერაყი, პაკისტანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები.

აშშ დოლარში / ევროში გადარიცხვისას წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • ინვოისი ან ხელშეკრულება
  • სატრანსპორტო დოკუმენტი
  • საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი

ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ გადარიცხვა შინაარსით არის  წინასწარი გადახდის ოპერაცია I ჯგუფის ქვეყნებში, გადარიცვა ვერ განხორციელდება აშშ დოლარში.

II ჯგუფი − თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი

აშშ დოლარში / ევროში გადარიცხვისას წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • ინვოისი ან ხელშეკრულება
  • საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი
  • სატრანსპორტო დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში)

I, II ჯგუფის ქვეყნებში, ევროსა და აშშ დოლარის გარდა, სხვა ვალუტაში გადარიცხვის შესრულებისას, წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • ინვოისი ან ხელშეკრულება