ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
2023 წლის 30 ივნისიდან უქმდება USD LIBOR (London Interbank Offered Rate) ინდექსი, კერძოდ 2021 წლის 05 მარტს დიდი ბრიტანეთის ფინანსური ზედამხედველობის სააგენტომ (FCA) დაადასტურა თარიღები, რომლის მიხედვითაც საჯარო ინდექსი USD LIBOR-ი შეწყვეტს არსებობას და აღარ მოხდება მისი გამოქვეყნება.
ბანკთაშორისი სავალუტო ინდექსი ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ბევრი ფინანსური კონტრაქტისთვის, ის ძლიერი, სანდო და მომხმარებლების ინტერესზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს.
ფინანსური სტაბილურობის საბჭომ (FSB) გლობალურ ფინანსურ ინდუსტრიას გაუწია რეკომენდაცია, ბანკთაშორისი სავალუტო ინდექსის რეფორმირებასა და ისეთი ალტერნატიული ინდექსის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომლებიც ყველაზე კარგად მოერგება არსებულ ფინანსურ გარემოს, იქნება უფრო ლიკვიდური და გამჭვირვალე. ბანკთაშორისი სავალუტო ინდექსის სანდოობისა და სიძლიერის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ბაზრის მონაწილეებმა და ევროპულმა კანონმდებელმა ახალი კრიტერიუმები და პირობები განსაზღვრეს.
2023 წლის 30 ივნისიდან მოხდება USD LIBOR-ის ჩანაცვლება Term SOFR ინდექსით:
USD LIBOR ინდექსი, საბანკო სისტემაში 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში განსაზღვრავდა ბანკთაშორის სესხებზე საშუალო შეწონილ საპროცენტო განაკვეთს. USD LIBOR მთელი ამ დროის განმავლობაში წარმოადგენდა ძირითად საორიენტაციო მაჩვენებელს რეგულირებადი განაკვეთის სესხებზე, იპოთეკებსა და ბიზნეს სესხებზე, ასევე მომხმარებლისთვის განსაზღვრავდა საპროცენტო განაკვეთების ცვლილებას და აისახებოდა ყოველთვიური სასესხო დავალიანების ოდენობაზე.
ინდექსი გავლენას ახდენდა ნებისმიერ ფინანსურ აქტივობაზე - მათ შორის რისკებსა და შეფასებაზე. მას „მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ციფრადაც“ მოიხსენიებდნენ. თუმცა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საგრძნობლად დაიწია ინდექსის მიმართ ნდობამ და არაერთი კრიზისიც გამოიწვია ფინანსურ სექტორში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ მოვლენებმა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ცენტრალური როლის შესრულება და დიდი ბრიტანეთის ფინანსურმა მარეგულირებელმა ორგანომ (FCA) მიიღო გადაწყვეტილება, USD LIBOR ინდექსი ჩანაცვლდეს სხვა - უფრო უსაფრთხო ინდექსებით.
Term SOFR ქვეყნდება ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ სხვადასხვა ვადიანობით: ერთდღიანი, 30, 90 და 180-დღიანი განაკვეთი, რომელიც მიიღება დაკვირვების შედეგად მიღებული მაჩვენებლების საშუალო შეწონვით. ვადიანობის მიხედვით მონაცემები გამოქვეყნებულია შემდეგ ვებ.გვერდზე: https://www.cmegroup.com/market-data/cme-group-benchmark-administration/term-sofr.html
ხელშეკრულებაში სადაც მითითებულია USD LIBOR-ის ინდექსი, მოხდება მისი ჩანაცვლება უფრო სანდო, ძლიერი და მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული ალტერნატიული ინდექსით.
Term SOFR -ის ცვლილება სესხის საპროცენტო განაკვეთზე შემდეგნაირად აისახება: საპროცენტო განაკვეთის (საჯარო ინდექსისა და საბაზისო განაკვეთის) ცვლილება ხორციელდება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით. Term SOFR -ის ცვლილება ავტომატურად გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთის ცვლილებას არანაკლებ საპროცენტო განაკვეთის მინიმალური ზღვრული მოცულობისა. ბანკი უფლებამოსილია აცნობოს აღნიშნულის შესახებ კლიენტს ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომუნიკაციის საშუალებით.
Term SOFR ინდექსზე მსოფლიო მასშტაბით უკვე არაერთი ფინანსური ინსტიტუტი გადავიდა. ექსპერტები და სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოები, მას უფრო აკურატულ და უსაფრთხო ინდექსად მიიჩნევენ.
მთავარი განსხვავება Term SOFR -სა და USD LIBOR-ს შორის არის ის, თუ როგორ იწარმოება ტარიფები:
Term SOFR ეფუძნება რეალურ ტრანზაქციებს და წარმოადგენს ურისკო ინდექსს, რადგან ის უზრუნველყოფილია სახაზინო ფასიანი ქაღალდებით, ხოლო USD LIBOR მოიცავს ბანკთაშორის საკრედიტო რისკს და რეალურ ტრანზაქციებთან ერთად, ექვემდებარება ექსპერტულ გადაწყვეტილებას.
USD LIBOR არის საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთი, რომელიც წარმოიქმნება მსხვილი გლობალური ბანკების ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობის შედეგად. აღნიშნული განაკვეთი ეფუძნება ბანკთაშორის ბაზარზე არსებულ არაუზრუნველყოფილი ინსტრუმენტების ფასებს.
მომხმარებელს, რომელიც უკვე სარგებლობს სასესხო პროდუქტებით, USD LIBOR შეიცვლება 2023 წლის 30 ივნისიდან.
USD LIBOR-ის, ასევე ბანკთაშორისი სავალუტო ინდექსის ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე: