ლიბერთიმ ახალი წამახალისებელი კამპანია – „არაჩვეულებრივი გზავნილი“ დაიწყო. 2025 წლის 1 მაისიდან 15 ივნისამდე ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც ერთხელ მაინც გაანაღდებს საერთაშორისო ფულად გზავნილს ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში ან დისტანციური არხების (ინტერნეტ და მობაილ ბანკი) საშუალებით, აქვს შანსი გახდეს გამარჯვებული და მოიგოს 999 ლარი.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან ყოველდღიურად – 45 დღის განმავლობაში, სულ 45 მომხმარებელი შეძლებს 999 ლარის მომენტალურად მიღებას, გზავნილის განაღდებისთანავე.
დამატებითი ინფორმაცია და დეტალური პირობები
- კამპანიაში მონაწილეობისთვის საჭიროა მინიმუმ 350 ერთეულის ოდენობის საერთაშორისო ფულადი გზავნილის მიღება/განაღდება, ნებისმიერ ვალუტაში (ლარი, აშშ დოლარი ან ევრო).
- გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე სრულწლოვან რეზიდენტ ფიზიკურ პირებს.
- ყოველდღიურად თამაშდება ერთი ფულადი პრიზი – 999 ლარი, ხოლო კამპანიის პერიოდში სულ 45 გამარჯვებული გამოვლინდება.
- ერთსა და იმავე პირს საჩუქრის მიღება შეუძლია თვეში ერთხელ: თუ მომხმარებელმა უკვე მოიგო პრიზი მაისში, შემდეგი შესაძლებლობა ექნება ივნისში.
- ფულად გზავნილში იგულისხმება, ბანკში არსებული გზავნილის ნებისმიერი პროვაიდერის საშუალებით მიღებული თანხა, ნებისმიერი ქვეყნიდან.
- კამპანიაში მონაწილეობას არ მიიღებს გზავნილი ლიბერთი ექსპრესი და ციფრულ არხში ZK-ს გვერდზე განაღდებული ფულადი გზავნილები.
- ზემოთ აღნიშნული პუნქტების შესრულების შემთხვევაში, ყოველი დღის განმავლობაში მე-200 მომხმარებელი გახდება გამარჯვებული.
- მოგებული თანხა ავტომატურად ჩაირიცხება მომხმარებლის ლიბერთის ანგარიშზე.
- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს უკვე აქვს ანგარიში, თანხა დაუყოვნებლივ აისახება.
- თუ მომხმარებელს არ აქვს ანგარიში, მას ექნება შესაძლებლობა ადგილზე გახსნას უფასო ანგარიში, რის შემდეგაც თანხა ავტომატურად ჩაერიცხება.