ENG
მობილური ტელესამედიცინო კლინიკა MyDoc

უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური კვლევები საქართველოს მასშტაბით

მაღალტექნოლოგიური ტელესამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მიკროავტობუსი, რომელიც ბანკის მობილურ მანქანებთან ერთად საქართველოს რეგიონებში მოძრაობს, საბანკო მომსახურების პარალელურად მსურველებს ჩაუტარებს სამედიცინო კვლევებს გულ-სისხლძარღვოვანი და სასუნთქი გზების დაავადებების ნაადრევი გამოვლენის მიზნით.

საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ადგილზევე ჩაუტარდებათ დისტანციური ვიდეო კონსულტაციები ამერიკული ჰოსპიტალის ექიმ სპეციალისტებთან.

MyDoc, როგორც პაციენტზე ორიენტირებული ტელესამედიცინო ჰაბი, ინოვაციური მიდგომითა და პორტატული ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს დისტანციური, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

MyDoc-ის მიზანია ტელემედიცინის დახმარებით, მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების შეზღუდვები მინიმუმამდე დაიყვანოს მომავალში.

MyDoc საკონტაქტო ინფორმაცია: 032 242 09 99 www.mydoc.ge

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი საკონტაქტო ინფორმაცია: 032 200 90 09