ENG

სახელფასო პროექტების მართვის მენეჯერი - ბათუმი

ადგილმდებარეობა

აჭარა

სამუშაო საათები

არასტანდარტული

ბოლო ვადა

27 იანვარი, 2025

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას აჭარის რეგიონში სახელფასო პროექტების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

თუ ხარ აქტიური და კომუნიკაბელური, გიყვარს ადამინებთან ურთიერთობა, ხარ მიზანდასახული და ორიენტირებული განვითარებაზე, გაქვს ლიდერული თვისებები, ეს პოზიცია სწორედ შენთვის არის.

 ადგილმდებარეობა: ბათუმი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი იურიდიული პირების მოზიდვა, ასევე არსებულებზე ზრუნვა და პორტფელური მართვა;
  • კლიენტებთან შეხვედრების და პრეზენტაციების დაგეგმვა/განხორციელება;
  • სახელფასე პროექტის შეთავაზება, ჩარიცხვების მონიტორინგი;
  • იურიდიული პირების ანგარიშების მართვა/მონიტორინგი, ჩარიცხვების სწორად წარმართვა;
  • გეგმის მუდმივი მონიტორინგის განხორციელება, ჩამორჩენების დროული იდენტიფიკაცია და შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარება;
  • ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება თავისი შედეგების და სხვა მოქმედებების შესაბამისად;
  • აქტიური კომუნიკაციის წარმოება ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საქმიანობის გამართულად წარმართვის მიზნით;
  • პერმანენტული რეპორტინგის წარმოება, სახელფასო  პროექტებისა და პროცესების მართვის კოორდინატორის დავალებების შესაბამისად;
  • ბანკის პროცედურების შესაბამისად, ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება/წარმოება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის ოპერატიულად მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა.

ფუქციები და ვალდებულებები:

  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
  • შედეგების მაქსიმიზაცია;
  • გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღება;
  • სტრუქტურულ ერთეულებთან მაქსიმალური კოორდინაცია.

პიროვნული უნარები:

  • პუნქტუალურობა;
  • გუნდურობა;
  • ორგანიზებულობა.

ანაზღაურება:  1500 ლარი (დარიცხული) + გამომუშავებული ბონუსი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2025 წლის 27 იანვრის ჩათვლით. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია/ქალაქი/რეგიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.