ENG

საკრედიტო მონიტორინგის სპეციალისტი - ქვემო ქართლი

ადგილმდებარეობა

ქვემო ქართლი

სამუშაო საათები

არასტანდარტული

ბოლო ვადა

27 დეკემბერი, 2024

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას საკრედიტო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი ჩვენიანი!

ადგილმდებარეობა- ქვემო ქართლის რეგიონი, ქ. მარნეული 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკში მიმდინარე ბიზნეს პროცესების ანალიზი, მონიტორინგი, აღმოჩენილ ხარვეზებზე სათანადო რეაგირება;
  • რისკების იდენტიფიკაცია, კონტროლი;
  • პროცესების ოპტიმიზაციის რეკომენდაციების შემუშავება და მათი დანერგვის კოორდინაცია;
  • საკრედიტო მონიტორინგის გეგმის შედგენა, განხორციელება და შედეგების დადოკუმენტირება;
  • რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
  • სამუშაოს წარმართვა ვადების დაცვით;
  • მონიტორინგის პროცესში დაფიქსირებული ნებისმიერი სახის ნაკლოვანების ობიექტურად აღწერა;
  • მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრასა და შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მისი ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  • საჭიროების შემთხვევაში, ბანკის შიდა ნორმატიული დოკუმენტების განახლებასა და გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • ყოველდღიური/ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება შესრულებული სამუშაოს შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება: ბიზნეს ადმინისტრირების/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
  • ფინანსურ სფეროში მუშაობის მინ. ერთ წლიანი გამოცდილება: ბიზნეს დაკრედიტების, საკრედიტო რისკების ან/და აუდიტის მიმართულებებით;
  • საოფისე პროგრამების  ცოდნა;
  • SQL ცოდნა ჩაითვლება  უპირატესობად;
  • უცხო ენების ინგლისური/რუსული ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:       

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • მონაცემების დამუშვებისა და ანალიზის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

საყურადღებოა: პოზიცია მოიაზრებს მივლინებებს და აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2024 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით. 

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია. 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.